39 წლიანი კარიერის შემდეგ, ბელგიელმა დიზაინერმა მოღვაწეობის ერა საფრანგეთში, პარიზში მამაკაცის მოდის კვირეულზე დაასრულა და ეს ბელგიელი დიზაინერის გედის სიმღერა იყო.
ის, რომ 22 ივნისს, პარიზის მოდის კვირეულზე დრის ვან ნოტენის ბოლო კოლექციას ვიხილავდით, მოდის სამყაროსთვის სიახლე არ ყოფილა. რამდენიმე თვის წინ, დიზაინერმა მსოფლიო მოდა გააოცა განცხადებით, რომ საკუთარი ლეიბლის მოდის სახლს ტოვებდა: „ჩემი ოცნება, მოდაში ჩემი კვალი დამეტოვებინა, ახდა! ახლა მსურს დავკავდე იმით, რისთვისაც დრო არასდროს მქონდა“.
ბელგიელი დიზაინერის ერთგულ გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ მას მცენარეების უზარმაზარი ბაღი აქვს და ყველაზე დიდ სიამოვნებას მათი მოვლით იღებს. დრის ვან ნოტენი მთელ თავისუფალ დროს სწორედ ამ მცენარეების მოვლას უძღვნის. კოლექციების თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი საკუთარი მცენარეების ბაღი დიზაინერისთვის და ინსპირაციის რამხელა წყაროა.
კოლექცია გაზაფხული-ზაფხული 2023
დრინს ვან ნოტენს თავისუფლება უყვარს და მისი სწრაფვა თავისუფლებისკენ კოლექციებში კარგად ჩანს. ამ შეგრძნებას კი ამძაფრებს მცენარეების პრინტები, თითქოს ერთმანეთთან შეუსაბამო საოცარი ფერები, უცხო ქსოვილები.
კოლექცია გაზაფხული-ზაფხული 2022
პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექცია კი დრის ვან ნოტენის საოცარი ეპოქის ერთგვარი შეჯამებაა. ეს მისი დიდებული კარიერის გამოძახილია, გედის სიმღერაა, დამშვიდობება, მაგრამ არა სევდიანი, არამედ პირიქით, შოუს ყველა დეტალში ნათელი მომავალი იკითხება.
ეს კოლექცია დრის ვან ნოტენის გედის სიმღერაა
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენებას, სცენაზე მეტალის ტექსტურის დეტალები ეყარა, სიღრმეში კი უზარმაზარი ბრჭყვიალა, სარკეებიანი ბურთი იყო ჩამოკიდებული და მიღებულ სინათლეს მთელ სივრცეში აფრქვევდა. პროექტორის მეშვეობით დამსწრე საზოგადოებას შეეძლო დრის ვან ნოტენის წარსულის შედევრებისთვის შეევლო თვალი. როგორც ყოველთვის, კოლექცია დახვეწილი და ორიგინალური იყო. ფართომასშტაბიანი ბოტანიკური მოტივები სუმინაგაშის საშუალებით იყო გადმოცემული, რომელიც იაპონური მარმარილოს ტრადიციული ტექნიკაა და 1000 წლითა დათარიღებული.
კოლექციის შთაგონებად დრის ვან ნოტენმა ბელგიელი არტისტი ედიტ დეკინდტი დაასახელა. ამიტომ ჩვენებაზე გამჭვირვალე სამოსის არსებობა მოულოდნელი არ იყო. ფერები უმეტეს წილად ხასიათის შესაფერისი - მუქი და ემოციური.
მთელი ჩვენების მანძილზე ნოსტალგიური ტალღა იგრძნობოდა და სუფევდა შეგრძნება, რომ რაღაც დიდის დასასრულის დამსწრენი ვიყავით. ჩვენება 62 წლის მოდელმა ალენ გოსუინმა გახსნა, რომელიც დიზაინერის სულ პირველ ჩვენებაზეც გახლდათ, რამაც კიდევ უფრო მეტი დრამა შესძინა საღამოს. მუსიკა შესანიშნავად ეხამებოდა კოლექციას, წყნარი და ემოციური, დევიდ ბოუვის კომპოზიციიდან აღებული ელემენტებით.
მოდელი ალენ გოსუინი
ეს იყო ნოსტალგიური საღამო, სადაც მაღალი საზოგადოება და მათ შორის დიზაინერის ძველი მეგობრები შეიკრიბნენ და დრის ვან ნოტენის დიზაინერულ კარიერას გამოემშვიდობნენ. საინტერესოა ვინ ჩაანაცვლებს მას საკუთარი სახელობის ბრენდის მხატვრული დირექტორის პოზიციაზე.
Christian Siriano-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. პოდიუმზე კოპლები, ზოლები და კუბოკრული პრინტები ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობასთან ერთად თანამედროვე ფორმებში გაერთიანდა.
Naked Dress წითელი ხალიჩის განუყოფელი ნაწილია. ბოლო პერიოდში, ეს თამამი სტილი მარგო რობიმ, ტეიტ მაკრეიმ და დაკოტა ჯონსონმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე დაუვიწყარი მომენტები შექმნეს.
სილამაზის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ახალი სივრცე გამოჩნდა. Glossy Nail Bar, რომელიც მოსკოვის გამზირზე, N9-ში მდებარეობს ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნა.