პარიზის მაღალი მოდის კვირეული გრძელდება, Dior-ის კრეატიული ხელმძღვანელი მარია გრაცია კიური კი ჩვენს აღტაცებას არ წყვეტს. სიცოცხლის ხე, რომელიც უკრაინელი ხელოვანის ოლესია ტროფიმენკოს ნამუშევრების ცენტრია, Dior autumn-winter 2022-2023 haute couture კოლექციის ამომავალ წერტილად იქცა. გაზაფხულზე, როდესაც მარიამ ოლესიას ნამუშევრები რომის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იხილა, ზუსტად იცოდა რას მიუძღვნიდა მაღალი მოდის კოლექციას.
სიცოცხლის ხე აკავშირებს შემოქმედების ყველა ფორმას; თავისი ტოტებითა და ფესვებით ის აერთიანებს ცასა და დედამიწას, ოლესია ტროფიმენკოს ემბლემა შეესაბამება სტილისტურ კოდებს, რომლებსაც მრავალი ქვეყანა იზიარებს.
ოლესია ტროფიმენკოს ფერწერისა და ნაქარგების ემოციური მუხტით შთაგონებული მარია გრაცია კიური მალევე მიხვდა, რომ სიცოცხლის ხის ემბლემატურ თემად გამოყენება ახალ კოლექციაში, უკრაინელი არტისტის და მთელი უკრაინელი ერის მხარდაჭრაც იქნებოდა ომის პერიოდში და იმავდროულად სიცოცხლის ხის, როგროც მრავალი სხვა კულტურისა და რელიგიის სიმბოლოს, მისეული წარმოჩენის საშუალება გახდებოდა.
და სწორედ ასე, ოლესია ტროფიმენკოს ნამუშევრების შთაგონებით (რომლებიც გუშინდელ დარბაზსაც ალამაზებდნენ), უკრაინული ტრადიციული სამოსის ელემენტების გამოყენებით და რა თქმა უნდა სიცოცხლის ხის შთაგონებით მარია გრაცია კიურიმ Dior haute couture წარადგინა. კოლექცია სავსე იყო პოეტური სილუეტებით, ნაქარგებით, მაქმანებით, გიპიურითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის მჭიდრო კავშირის ჩვენებით.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ანგელოზებმა ახალი კოლექციები წარადგინეს. შოუ მრავალფეროვანი დიზაინები ვიხილეთ. პოდიუმზე გამოვიდა მატილდა გვარლიანი, რომელმაც ვარდისფერი და ცისფერი ლუქები მოირგო.
ნასტასია ლეგრან ბაბლუანი 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე 12 მოდის სახლის პოდიუმზე გამოჩნდა და ისეთი სახლების კოლექციები წარადგინა, როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta თუ Ralph Lauren.
ქართული ბრენდი CHRONOS ქართულ კულტურასა და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს. ხელნაკეთი სამკაულები სამი ათასწლეულის ისტორიის შთაგონებით იქმნება და ბრენდის ფილოსოფიას – ხასიათის, ხარისხისა და ემოციის ნაზავს გადმოსცემს.