2023 წლის საკრუიზო ჩვენებისთვის Dior სამხრეთ ესპანეთში გაემგზავრა და სევილიის Plaza de España-ში ესპანეთის კულტურის პატივსაცემად შექმნილი კოლექცია წარადგინა. აღმოჩენებისა და რეფლექსურობის მოგზაურობამ მარია გრაცია კიური ახალ მიზნამდე მიიყვანა - „აჩვენოს ანდალუსიის ხელოსნობისა და კულტურის ბრწყინვალება ადგილობრივი არტისტებისა და ოსტატების შემოქმედებით“ და სწორედ ამ იდეით, Dior-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რომელიც ამ წელს მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად ყოფნის 6 წლის იუბილეს აღნიშნავს, ესპანური კულტურის დიდებულება ერთ ჩვენებაში წარმოგვიდგინა.
მარია გრაცია კიური ინარჩუნებს მოდის სახლის ტრადიციას და წარმატებით თანამშრომლობს ესპანელ ოსტატებთან. ეს ტრადიციად ქცეული თანამშრომლობა სათავეს 1950-იანი წლებიდან იღებს.
Dior-ის 2023 წლის კრუიზ კოლექციის ხატად La Capitana იქცა, სახელი, რომელიც კარმენ ამაიას, ფლამენკოს ყველა დროის ყველაზე დიდებულ მოცეკვავეს უწოდეს. ცეკვის თავისუფლებით, რომელიც არ ემორჩილებოდა რაიმე წესს, კარმენი წარმოადგენდა ფლამენკოს არსს. უნიკალური, რევოლუციური მოძრაობების მქონე მოცეკვავე, იყო პირველი ქალი, რომელმაც მამაკაცის ტანსაცმელი წარმატებით მოირგო. კარმენ ამაიას ძალა და სიზუსტე აერთიანებდა, ის გამოხატავდა ესპანეთის ბობოქარ სულს, რომელიც იმავდროულად ქალურობის მრავალმხრივი განსახიერებაც გახლდათ.
ახალი საკრუიზო კოლექცია აერთიანებს მამაკაცის ზოლიან კოსტიუმებს, აბრეშუმის ზოლიან ჟილეტებს, ანდალუსიელი მხედრების შარვლებს, მოკლე ქურთუკებს, გადაჭრილ ბოლეროებს, რაც სილუეტს კიდევ უფრო მოხდენილს ხდის. მბზინავი ტაფეტაა - წითელი, ყვითელი, ოხრა და შავ ფერები სიმბოლურად განასახიერებს როგორც Dior-ს ასევე ესპანეთს.
გასულ შაბათ-კვირას, ბავარიის ალპებში 7 ერის ლიდერებმა ახალ საერთაშორისო შეთანხმებას მიაღწიეს, ერთხმად გადაწყდა, რომ ჰალსტუხები ისეთ ოფიციალურ შეხვედრებზეც კი როგორიც G7-ის სამიტია სავალდებულო აღარ არის, ჰალსტუხების ერა ოფიციალურად წარსულს ჩაბარდა.
24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის გამოცხადების შემდეგ, უკრაინის მხარდასაჭერად ასობით ცნობილმა ადამიანმა აიმაღლა ხმა, მათი ნაწილი ძალადობას გმობდა, ნაწილი კი ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას. ქეით ბლანშეტი ერთ-ერთი მსახიობი გახლდათ, რომელიც ომის გამოცხადების დღიდან გვერდით ედგა უკრაინელებს და ამას დღემდე აგრძელებს.
პარიზის მაღალი მოდის კვირეული გრძელდება, Dior-ის კრეატიული ხელმძღვანელი მარია გრაცია კიური კი ჩვენს აღტაცებას არ წყვეტს. სიცოცხლის ხე, რომელიც უკრაინელი ხელოვანის ოლესია ტროფიმენკოს ნამუშევრების ცენტრია, Dior autumn-winter 2022-2023 haute couture კოლექციის ამომავალ წერტილად იქცა.