2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
David Koma, იგივე დავით კომახიძე, წარმოშობით ქართველი დიზაინერია. მის კოლექციებში ყოველთვის იკითხება ქართული გენის ხელწერა. კომას სამოსი ძირითად შავ (ქართველების საყვარელ) ფერშია შესრულებული. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დიზაინერმა სრული კოლექცია ქართულ ჩოხას მიუძღვნა, ამის შემდეგ კი, ჟურნალებში თუ წითელ ხალიჩაზე, ქართული სამოსის თანამედროვე ვერსიაში შემოსილი არაერთი ცნობადი სახე ვიხილეთ.
კომას 2024 წლის გაზაფხულის კოლექციის "მუზა" თავად დედოფალი ელისაბედ II გახდა. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, მონარქისთვის სამოსის შექმნა ყოველთვის მისი ოცნება იყო. ინსპირაციის წყარო მან დედოფლის შავ-თეთრ ფოტოებში პოვა, სადაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი მოტოციკლის სამოსშია გამოწყობილი.
David Koma SS 2024-ის მთავარი სიმბოლო კი ვარდია. "ყვავილების დედოფალს" ინგლისურ კულტურაში სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის ტიუდორების ეპოქაში მშვიდობის ემბლემა გახლდათ. ეს პასაჟი კი ჩვენთვის, ქართველებისთვის იმითაც არის აღსანიშნავი, რომ დევიდ კომახიძემ წინასწარი გათვლით, თუ კოსმოსის ჩარევით, შუაგულ ლონდონში გამართულ ჩვენებაზე, ქართველი და აფხაზი მოდელები, მატილდა გვარლიანი და ადიცა ბერზენია გამოიყვანა.
DAVID KOMA SS 2024