#მოგზაურობა

ალგარვე - ზღაპრული საზაფხულო მიმართულება

გაზიარება:

პორტუგალიის სამხრეთ რეგიონში, ერთი ზღაპრული ადგილი მდებარეობს, რომელიც მნახველს თვალწარმტაცი სანაპიროებით, გოლფის მოედნებით, ნაკრძალებით, მეთევზეთა სოფლებით და რომაული ნანგრევებით აჯადოებს, ეს ალგარვე გახლავთ, მიმართულება, რომელიც თქვენს საზაფხულო გეგმებს შეცვლის და ნახვისთანავე გაგიჩენთ სურვილს, ახლავე შეიძინოთ ბილეთები პორტუგალიიის მიმართულებით.

ალგარვეს ჯადოსნური სანაპიროები

ბევრი რამ აქცევს ალგარვეს ჯადოსნურ საზაფხულო მიმართულებად, თუმცა არაფერი შეედრება იმ მრავალფეროვან და თვალწარტმაც სანაპიროებს რომლითაც პორტუგალიის ეს მხარეა დაჯილდოებული. ალგარვე უბრალოდ მდიდარია მრავალფეროვანი სანაპიროებით, იმისათვის რომ თქვენთვის სასურველ ქვიშიან ნაპირზე მოხვდეთ, გირჩევთ წინასწარ მოამზადოთ სია იმ ლოკაციებისა, რომელებიც ყველაზე მეტად მიიპყრობენ თქვენს ყურადღებას.

ღამეების გასათევად შეარჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც ახლოს იქნება თითოეულ სანაპიროსთან, რაც გადაადგილებას შეგიმსუბუქებთ და საშუალებას მოგცემთ ალარვეში ყოფნის დრო მაქსიმალურად სათქვენოდ გამოიყენოთ.

აღმოაჩინეთ ქალაქები სანაპიროებს მიღმა

მართალია ალგარვე ეპიკური სანაპიროებით არის სახელგანთქმული, თუმცა გირჩევთ დრო ქალაქების, მათი კულტურული მრავალფეროვნებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასაც დაუთმოთ. ასე მაგალითად, ფაროსა და ლაგოსის ისტორიული ცენტრები დახუნძლულია კულტურული ღირსშესანიშნაობებით. ფაროში სტუმრობისას Must See ლოკაციად Arco da Vila and the Cathedral მოინიშნეთ, ლაგოსში კი უცილობლად ესტუმრეთ Jardim da Constituição in Lagos-ს.

მიაშურეთ ალგარვეს ქალაქებს, სილვესა და ლულეს, ბევრი იხეტიალეთ ფეხით, გაიცანით ამ მხარისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, თვალი შეავლეთ ძველ ციხესმიაგრეებსა და რომაულ ნანგრევებს. თქვენ თვალწინ გადაშლილი ხელშესახები სანახაობა უდავოდ იქცევა იმ სულიერ მუხტად, რომელიც სანაპიროებზე დასვენებასა და განტვირთვასთან ერთად ალგარვეს თქვენთვის ზღაპრულ მიმართულებად აქცევს.

სანაპიროს „ღირსშესანიშნაობები“

ქალაქების გამოკვლევის შემდეგ შეგიძლიათ სანაპიროებს მიუბრუნდეთ და მათ ბუნებრივ „ღირსშესანიშნაობებს“ - კირქვის კლდეებსა და ქვაბულებს დაუთმოთ დრო. ალგარვეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვაბული Benagil Cave გახლავთ, რომელიც ყოველთვის იმ ტურისტებით არის სავსე, რომლებიც სამსახსოვრო ფოტოების გადაღებას ცდილობენ.

იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით

გარდა იმისა, რომ ალგარვე ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური მიმართულებაა ევროპაში, ის საკმაოდ ბიუჯეტურიც გახლავთ. გადასაადგილებლად და სასურველ ლოკაციაზე მოსახვედრად ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილობრივებთან თუ სხვა ტურისტებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაიყვანოთ.

დარჩით პატარა ქალაქებში

ალგარვეში სტუმრობისას ადამიანები ხშირად დიდ ქალაქებში დარჩენას ამჯობინებენ, როგორიცაა ფარო და ლაგოსი. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა პრაქტიკულია, თუმცა არსებობს ალტერნატიული გზაც. პატარა ქალაქებს, როგორიცაა ტავირა, საგრესი და კარვოეირო, სრულიად განსხვავებული ატმოსფეროსა და კომფორტის შეთავაზება შეუძლიათ. ეს პატარა ქალაქები გთავაზობენ უნიკალურ ადგილებს, რომლებსაც მხოლოდ პორტუგალიასა და ალგარვეში იპოვით.

მიირთვით ადგილობრივ რესტორნებში

ბოლოს კი ალგარვეს კიდევ ერთ სიმდიდრეზე უნდა ვისაუბროთ, იმ უნიკალურ შესაძლებლობაზე, რომლის დამსახურებითაც პორტუგალიური სამზარეულოს აღმოჩენას შეძლებთ.

თუ გემრიელად და იაფად ჭამას გადაწყვეტთ, გირჩევთ, სანაპიროსგან მოშორებით პატარა რესტორნები იპოვოთ, ისინი თავს კომფორტულად გაგრძნობინებენ და რაც მთავარია უფრო ყურადღებიანი პერსონალი ჰყავთ.

ზევით