#სილამაზე

N°1 de CHANEL : ბრენდის ახალი სილამაზის ხაზი თქვენ წინაშეა

გაზიარება:

2022 წელი სილამაზის სამყაროსთვის, უდავოდ Clean Beauty-ს გარშემო იტრიალებს და ამის ნათელი მაგალითი, ფრანგული ბრენდის უახლესი სილამაზის ხაზია, რომელიც Chanel-მა რამდენიმე დღის წინ გამოუშვა. N°1 de Chanel ბრენდის განახლებული ხაზია, ახალი პერსპექტივებით და რა თქმა უნდა უახლესი პროდუქტებით, რომლებიც თქვენს მოსანუსხად უკვე მზად არიან.

რა გამოარჩევს N°1 ხაზს?

ლაქშერი პროდუქტი ეკომეგობრულ შეფუთვაში - ეს Chanel-ის პირველი კოლექციაა, რომელიც სილამაზის თითოეულ კატეგორიას აერთიანებს: N°1 ხაზი მოიცავს როგორც კანის მოვლას, აგრეთვე მაკიაჟსა და პარფიუმერიას. რაც მთავარია, ბრენდის ახალი ხაზი სუფთა და მდგრადია და როგორც Chanel-ის წარმომადგენლები იუწყებიან - შექმნილია დადებითი ემოციების მისაღებად. 

N°1 de Chanel-ის ხაზი ჯამში 9 პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის ქაფიან დასაბან საშუალებას, შრატს მისტში, ტონალურ საცხს იდალური კანისთვის, ტუჩსაცხებსა და სუნამოების მისტს. ახალი პროდუქტების ღირებულება 45$-დან 160$-მდე მერყეობს და მათი შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ მაღაზიებში.

Chanel-ის სილამაზის ახალი ხაზის მთავარი სიმბოლო კამელიას წითელი ყვავილია. მისი ექსტრაქტი აფერხებს დაბერების პროცესს და ამავდროულად ხელს უწყობს სახის კანის გამოცოცხლებას, მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებასა და უჯრედების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.

N°1 DE CHANEL REVITALIZING SERUM

 

ყიდვა

N°1 DE CHANEL REVITALIZING CREAM

 

ყიდვა

N°1 DE CHANEL REVITALIZING SERUM-IN-MIST

 

ყიდვა

N°1 DE CHANEL LIP AND CHEEK BALM

 

ყიდვა

N°1 DE CHANEL REVITALIZING FOUNDATION

 

ყიდვა

ზევით