#ცნობილები #მუსიკა #საზოგადოება #სილამაზე

ბილი აილიში სხეულის პოზიტიური იმიჯის ადვოკატია #BodyPositivity

გაზიარება:

საკუთარი თავის მიმღებლობა, ჩვენი სხეულის ფორმების, კანის ფერისა თუ საზოგადოების მიერ დადგენილი სილამაზის სტანდარტების მიუხედავად - სწორედ ეს არის სხეულის პოზიტიური იმიჯის ამომავალი ცნება და ვინ თუ არა თანამედროვეობის ყველაზე დიდი მუსიკოსი ბილი აილიში მის ადვოკატად გვევლინება.

თუ კი სხეულის პოზიტიური იმიჯის დამცველი ხარ, მაშინ რატომ კორსეტი? რატომ არ გვაჩვენებ შენს რეალურ სხეულს? - საქმე ისაა, რომ მე ზუსტად იმას გავაკეთებ, რაც მინდა.

ბილი აილიშმა მსოფლიო აღიარება ადრეულ ასაკში მოიპოვა, იმდენად ადრეულშიც კი, რომ არსებობდა რეალური საშიშროება იმისა, რომ ბილიც, სხვა ცნობილი ბავშვების ხვედრს გაიზიარებდა და საკუთარი წარმატების მსხვერპლად მოგვევლინებოდა, თუმცა აილიშის შემთხვევაში ყველაფერი საბედნიეროდ სხვაგვარად მოხდა.

ყველაფერი იმას ეხება თუ რამდენად კარგად გრძნობთ თავს. თუ კი გსურთ ქირურგიული ოპერაციის გაკეთება, ადექით და გაიკეთეთ ის, თუ კი გსურთ ჩაიცვათ კაბა, რომელსაც ვიღაც შეუფერებლად მიიჩნევს, ჯადაბაში გაუშვით მათი აზრები

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბილი საკუთარ სხეულს მსოფლიოსგან მალავდა და რეალურად ტოქსიკურ დამოკიდებულებას განიცდიდა მის მიმართ, მუსიკოსმა მთავარი ბალანსის პოვნა მოახერხა და საკუთარი თავი ისეთი შეიყვარა, როგორიც არის. დღეს კი Vogue-ის ივნისის თვის გარეკანზე იმდენად თავდაჯერებული და თვითკმაყოფილი გვევლინება, რომ ეს ენერგია ფოტოებიდანაც კი გადამდებია.

ზევით