#მოდა

Balenciaga პირველი მოდის სახლია, რომელიც ილონ მასკის „თამაშს“ გამოეთიშა

გაზიარება:

Thanks, but no thanks - Balenciaga-მ ილონ მასკის Twitter-ზე, ანგარიში ოფიციალურად გააუქმა, ახლა Balenciaga პირველი მოდის სახლია, რომელმაც სოციალური მედია პლატფორმა ახალი მფლობელის ილონ მასკის ხედვის გამო დატოვა.

მსხვილმა კორპორაციებმა, მათ შორის General Motors-მა და Dyson-მა, უკვე შეაჩერეს სარეკლამო კამპანიები Twitter-ზე, ხოლო ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ჯიჯი ჰადიდმა, დატოვეს სოციალური მედია პლატფორმა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ოქტომბერში Twitter შეიძინა.

ზოგიერთმა მსხვილმა კომპანიამ და მომხმარებელმა ილონ მასკის გეგმების შესახებ შეშფოთება საჯაროდ გამოთქვეს. კომპანიიდან მასობრივი დათხოვნებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობაზე ფოკუსირების მცდელობამ, შეიძლება გაართულოს რეკლამის განმთავსებლების მხრიდან სიძულვილის ენასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესი. მასკის სტრატეგიის პოტენციური რისკების შესახებ ეჭვები სექტემბრის თვეში უფრო გაღრმავდა, როდესაც Twitter-ზე გამოჩნდა რეკლამა, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის ბმულების გავრცელების საშუალებად იქცა.

მიუხედავად იმისა, ბოლო წლების განმავლობაში, Twitter-ზე მოდის ინდუსტრიის გავლენა შემცირდა, დემნა გვასალია Balenciaga-სთან ერთად, პლატფორმას ახალი სარეკლამო კამპანიების გაყიდვებისთვის აქტიურად იყენებდნენ. სწორედ Twitter-მა გაზარდა $1,790 დოლარად შეფასებული შავი ჩანთების და $950-იანი კროქსებისა გაყიდვები. ფრანგულ მოდის სახლს Twitter-ზე 950 000 მიმდევარი ჰყავდა.

9 ნოემბერს, Twitter-მა ხელმისაწვდომი გახადა Twitter Blue ფუნქცია, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო ვერიფიკაციის ნიშნის, თვეში სულ რაღაც $7,99-ად შეძენა. პლატფორმის მომხმარებლებმა, საოცარი სისწრაფით დაიწყეს ამ ფუნქციის გამოყენება, რათა მათი პირადი ანგარიშები ცნობილი ადამიანებისა თუ ბრენდების პროფილებისთვის მიემსგავსებინათ. შესაძლოა ეს წამოწყება დასაწყისში გასართობად გვეჩვენებოდა, თუმცა პირველმა სოციალურმა ინციდენტმა მალევე იჩინა თავი. ფარმაცევტული გიგანტის Eli Lilly-ის აქციები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც მის იმიტირებულ Twitter-ზე დაიწერა: „მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ, რომ ინსულინი ახლა უფასოა“.

სულ რაღაც 2 დღის შემდეგ ილონ მასკმა სერვისით სარგებლობა შეაჩერა.

მასობრივი დათხოვნების, გაკოტრების საფრთხის, სარეკლამო შემოსავლების მკვეთრი ვარდნისა და რამდენიმე ტოპ აღმასრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ილონ მასკის Twitter-ს იმედისმომცემი სტარტი ნამდვილად არ აუღია.

ზევით