დემნა გვასალიამ მომდევნო სიურეალისტური ჩვენება შემოგვთავაზა, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა 2022 წლის გაზაფხულის ვირტუალური ჩვენება წარმოგვიდგინა, რომელიც წარმოსახვისა და რეალობის გზაგასაყარზე იმყოფება.
ეს გაყალბებული მოდის ჩვენებაა, რასაც ონლაინ ვხედავთ სიმართლეს არასდროს შეესაბამება, მაშინ რა არის ნამდვილი და რა ყალბი? - დემნა გვასალია
Balenciaga Clones ამ სახელწოდებით ჩვენება ელიზა დუგლასმა გახსნა, ხელოვანმა, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული მოდის სახლის ყოველი ჩვენების გახსნისა და დახურვის პატივს ირგებს. ელიზამ როგორც ქალის ასევე მამაკაცის 44 ჩაცმულობა წარადგინა და მთელი შოუს ერთადერთ ვარსკვლავად მოგვევლინა. დუგლასმა ლუქები თეთრ პოდიუმზე, შავებში ჩაცმული აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა, თუმცა იქ რეალურად არავინ იმყოფებოდა, "ეს არის შოუ, რომელიც არასდროს გამართულა" - აცხადებს დემნა გვასალია, თუმცა სამოსის რეალურობაში გვარწმუნებს და ამბობს, რომ ისინი კოლექციისთვის ნამდვილად შეიქმნა.
Balenciaga Clones ჩვენება, ერთ-ერთ იმ შთამბეჭდავ ციფრულ ჩვენებებს შორისაა, რომლისთვისაც ციფრული ფორმატის მადლიერნი ვართ, ის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისა და ვიზუალური ილუზიის საუკეთესო წარმომადგენელია, რომელიც გაურკვევლობის, აღფრთოვანებისა და კმაყოფილების შეგრძნებას ერთდროულად გვიჩენს.
GMT-ის საათების მაღაზიათა ქსელის ბრენდების პორტფოლიოს GUESS Watches შეემატა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი fashion watch ბრენდი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს მოდური საათების ტენდენციებს.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.