#ფსიქოლოგის კაბინეტი

არასოდეს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა

გაზიარება:

როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, როცა ისე გიმძიმს, რომ გგონია შემდეგ წუთს უკვე ვეღარ აიტან, არ დანებდე! რადგან ეს სწორედ ის დრო და ის ადგილია, საიდანაც კურსი უნდა აიღო. შენი ვალია იცხოვრო ისე, როგორც შენთვის აქვს აზრი და არა სხვებისთვის!

ხშირად ისე ხდება, ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგებით, ეს ჩვენივე შიშის დამორჩილება, მისი დაძლევა და ჩამოყალიბებაა.

სიმამაცე სამართლიანად ითვლება ადამიანის მთავარ ღირსებად, რადგან ყველა დანარჩენი მასზეა დამოკიდებული - უინსტონ ჩერჩილი

შიში ყოველთვის რჩება კაცობრიობის და ჩვენი საკუთარი თავის ვერაგ მტრად, რადგან შიში არის ემოცია, რომელიც იწვევს მღელვარებას, შფოთვას, სტრესს, უბედურების განცდას და ხშირად ისე ვართ შეპყრობილი ამ ემოციებით, რომ ჩვენში არსებული შიში უფრო რეალურად გვეჩვენება, ვიდრე თავად რეალობა, რაც დამანგრეველია ადამიანისთვის.

წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ საკუთარი თავის მიმართ მყარი რწმენა გაქვთ და არაფრის გეშინიათ. რაზე ოცნებას გაბედავდით?

შიში როგორც წესი ადამიანში ბავშვობაში ფორმირდება, რაც ერთი ან ორივე მშობლის მხრიდან დამთრგუნველი კრიტიკის შედეგია, პირველი მარცხის შიშია და მეორე უარყოფის შიში. იმის გამო რომ სხვათა კრიტიკა არ დავიმსახურით ან სხვებს ჩვენზე ცუდი წარმოადგენა არ შეექმნათ, ზედმეტად მგრძნობიარენი ვხდებით და გამუდმებით გვეშინია იმის გაკეთება, რაც რეალურად გვინდა. ჩვენივე შიშები გვაბრკოლებს, ოცნებებისა და მიზნებისკენ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში გვიშლის ხელს, თუმცა როდესაც შიშს კი არ გაექცევი, არამედ წინ აღუდგები და მეტიც, სვლას მისი მიმართულებით განაგრძობ შიშის გრძნობა ქრება და საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული ხდები. მამაცი ის ადამიანი კი არაა ვისაც არაფრის ეშინია, არამედ როგორც მარკ ტვენმა თქვა: “სიმამაცე შიშის არქონა კი არა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისი დამარცხებაა“. დედამიწაზე უსუსტეს ცოცხალ არსებასაც კი მცირედის მიღწევა შეუძლია, თუკი საკუთარ შიშს აღუდგება და მთელს ძალ-ღონეს ერთი მიზნისკენ მიმართავს, მაშინ როდესაც მსოფლიოში უძლიერესმა, ათას რაღაცაზე მიდებ მოდებით, შესაძლოა, ნებისმიერ უმნიშვნელო წამოწყებაშიც კი მარცხი განიცადოს.

იცი, რისიც გეშინია ცხოვრებაში, მისი 98% არასოდეს მოხდება?! ამიტომ, როდესაც სიმამაცე ჩვევად გექცევა და მყარი თვითრწმენა ჩამოგიყალიბდება, შენს წინაშე მთელი სამყაროს შესაძლებლობების კარი გაიღება.   

ფსიქოკონსულტანტი ნათია ფარქოსაძე

ზევით