#მოდა

ანჯელინა ჯოლი Atelier Jolie-ს, ახალ მიზნებზე ორიენტირებულ მოდის ბრენდს გამოუშვებს

გაზიარება:

მსახიობი, რეჟისორი და გაეროს კეთილი ნების ყოფილი ელჩი ანჯელინა ჯოლი მოდის სამყაროს ახალ მიზნებზე ორიენტირებული ბრენდით - Atelier Jolie-თ უერთდება. ბრენდის მიზანი „ლტოლვილთა და სხვა ნიჭიერი, დაუფასებელი ჯგუფების, ღირსეული პოზიციების მქონეთა უნარებზე დაფუძნებული შესაძლებლობების“ გამოყენება იქნება.

სიახლე, ანჯელინამ საკუთარი Instagram-ის გვერდით რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. „რატომ უნდა იყიდო სხვა ადამიანის მიერ შექმნილი დიზაინი, როდესაც შეგიძლია თავად შექმნა იგი?“ - ჰკითხა მსახიობმა გამომწერებს, რომელთა რაოდენობა 14.3 მილიონს აჭარბებს.

„დღეს ვიწყებ რაღაც ახლის შექმნას - კოლექტივის, სადაც ყველას თავად შეეძლება შექმნას... Atelier Jolie არის ადგილი კრეატიული ადამიანებისთვის, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ გამოცდილი მკერავების კვალიფიციურ და მრავალფეროვან ოჯახთან... ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ჩემი მადლიერებითა და ღრმა პატივისცემით მრავალი მკერავისა და მწარმოებლის მიმართ, ვისთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. სურვილი მაქვს გამოვიყენო მაღალი ხარისხის ვინტაჟური მასალა და უკვე ხელმისაწვდომი მასალა, ასევე ვიყო კულტივირების მოძრაობის ნაწილი“ - განაგრძო ანჯელინამ.

„მოდა არის ხელოვნება, რომლითაც მე მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა წლების განმავლობაში. მე შევქმენი ტანსაცმლის დიზაინი და ვისწავლე ფორმების შესახებ ბევრ საუკეთესო მკერავთან ერთად“, - წერს ის. „დიზაინერები ხშირად ხაზავენ ან ამტკიცებენ დიზაინებს, მაგრამ მკერავები არიან ის, ვინც ქმნიან განსხვავებას და ვისთან ერთადაც მე ნამდვილად მიყვარს შექმნა. და მაინც, ეს შემქმნელები იშვიათად იღებენ იმ კრედიტს და პატივისცემას, რომელსაც იმსახურებენ“. 

როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლის მიზანი მდგრადი მოდის იდეისა გაძლიერება და კრეატიული თემების პატივისცემაა, სწორედ ამიტომ ირჩევს ის თვითაღმოჩენის კონცეფციაზე დაფუძნებული ბრენდის შექმნას.

ზევით