#ცნობილები

8 უცნობი ფაქტი ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ, რომლებზეც არასდროს გვსმენია

გაზიარება:

ლეონარდო დიკაპრიოს დიდი წარდგენა არ სჭირდება, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ, დასამახსოვრებელ და მომაჯადოებელ მსახიობზე 30-წლიანი კარიერა და ამ ხნის მანძილზე მიღებული ჯილდოები თავადვე ლაპარაკობენ. თუმცა, ლეო უფრო მეტია, ვიდრე რიგითი ჰოლივუდელი ვარსკვლავი, მან მსოფლიოს სიყვარული არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობის, არამედ საქველმოქმედო საქმიანობებისთვის თუ კლიმატის ცვლილებების აქტივიზმისთვის დაიმსახურა. 

წარმოგიდგენთ 8  უცნობ ფაქტს, ლეონარდო დიკაპრიოს ცხოვრებაზე:

1. სახელის წარმომავლობის ისტორია

იტალიაში, ფლორენციის მუზეუმ Uffizi-ში ლეონარდო და ვინჩის ფერწერულ ტილოზე ცქერისას, ლეოს დედამ შვილის პირველი მოძრაობა იგრძნო. მომავალი მსახიობის და ფილანთროპის მშობლებმა ეს ნიშანი უყურადღებოდ არ დატოვეს და გადაწყვიტეს ვაჟისთვის რენესანსის ნამდვილი მოვლენის და გენიოსის სახელი - ლეონარდო დაერქმიათ.

2. სახელთან დაკავშირებული სირთულეები

კარიერის დასაწყისში ლეოს აგენტის პოვნა ძალიან გაუჭირდა და როდესაც როგორც იქნა მიაგნო მას, ვისაც ეძებდა, აგენტმა დიკაპრიოს სახელის ლენი ვილიამსით შეცვლა ურჩია, რათა ის ამერიკელი აუდიტორიისთვის უფრო დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ლეონარდომ ამ შეთავაზებაზე და აგენტთან მუშაობაზეც უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ წელიწად ნახევარი უმუშევარი იყო და 100-მდე მოსმენა წარუმატებლად გაიარა, საბოლოოდ ლეომ მაინც მიაგნო იმ ადამიანს, ვისი დამსახურებითაც ლეონარდო დიკაპრიოს სახელი დღეს მსოფლიო ვარსკვლავთა შორის წერია.

3. ცხოვრება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) არის ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობა, როდესაც ინდივიდი გრძნობს საჭიროებას გაიმეოროს გარკვეული ქმედება, რათა „გაუმკლავდეს“ თავის აკვიატებას. თუმცა, ლეოს არ სურს, რომ ამ მდგომარეობამ მის ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა და უკვე ათწლეულებია მთელი ძალებით ებრძვის OCD-ის.

4. ეკო-მეგობრული რეზორტი

2009 წელს ლეონარდომ კუნძული შეიძინა და მასზე ეკო-მეგობრული რეზორტის გაშენებისთვის 1.75 მილიონი დოლარი გამოყო. რეზორტის მიზანი ბუნების პირვანდელი სახით შენარჩუნება და ბუნებრივ ენერგიაზე მომუშავე 36 ვილას გაშენება იყო, რაც გამოვიდა კიდეც.

5. ნაშვილები გოგონა

ფილმ Blood Diamond-ის გადაღებებისას ლეომ ობოლი სამხრეთ აფრიკელი გოგონა იშვილა, თუმცა არა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ანჯელინა ჯოლისა თუ მადონას მსგავსად ლეოს გოგონა სახლში არ წამოუყვანია, თუმცა მასზე ყოველთვის ზრუნავდა, მატერიალურ მხარდაჭერას უცხადებდა და ყოველთვის ჰქონდა კონტაქტი.

6. ყველაზე ცუდი მსახიობის ჯილდო

ლეონარდო დიკაპრიოს ბრწყინვალე სამსახიობო კარიერის და ჯილდოების მიუხედავად, 1999 წელს ლეომ The Man in the Iron Mask-ში მეფე ლუის როლისთვის ყველაზე ცუდი მსახიობის პრიზი დაიმსახურა.

7. გადარჩენილი ძაღლები

ფილმ Don’t Look Up-ის გადასაღებ მოედანზე ლეომ გაყინულ ტბაში 2 ძაღლი გადაარჩინა. თავდაპირველად მსახიობმა მხოლოდ ერთი ძაღლი შენიშნა, გადასარჩენად ტბაში შესულ დიკაპრიოს მეორე ძაღლი უკან მიჰყვა, საბედნიეროდ, სამივე მათგანმა მოახერხა გაყინული ტბიდან გამოსვლა.

8. ლეოსა და ქეითის გაერთიანება

Titanic-ის თანამსახიობები, ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი, კეთილმა საქმემ გააერთიანა. საერთო ძალისხმევით მათ, ტიტანიკის ყველაზე ახალგაზრდა გადარჩენილის მილვინა დინის მოხუცთა თავშესაფარის გადასახადები დაფარეს, ჯამში 30 ათასი დოლარი, რათა მილვინას ტიტანიკიდან შემორჩენილი სამახსოვრო ნივთები არ გაეყიდა.

ზევით