#სილამაზე

55 წლის ჯენიფერ ენისტონის მარადიული სილამაზის საიდუმლო

გაზიარება:

ჯენიფერ ენისტონი 55 წლის ასაკში საუკეთესო ცხოვრებით ტკბება, შესაშური ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობით, რომელშიც მსახიობი ოდესმე ყოფილა. ჯენს არა ერთი სილამაზის საიდუმლო აქვს მათ შორის ის ადამიანებიც არიან, რომლებიც მის ვიზუალზე ათწლეულებზე მეტია ზრუნავენ.

სახის კანი

დიდი რაოდენობით წყლის მიღება, მზისგან დამცავის ყოველდღიურად გამოყენება და საკმარისი ძილი სახის კანის სიჯანსაღის საიდუმლოთა შორისაა. თუმცა, ჯენიფერ ენისტონი ამ ყველაფერთან ერთად, სახის მოვლის სხვადასხვა საშუალებას და სილამაზის პროცედურას აღმერთებს. ჯენის საყვარელი ნაჭრის ნიღაბი ბრენდ 111Skin-ისგან გახლავთ, ენისტონის ერთ-ერთ საყვარელ სილამაზის ხელსაწყოს კი Jillian Dempsey-ის Beauty Wand წარმოადგენს.

თმა

ორი მამაკაცი, რომელიც ჯენიფერ ენისტონის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს ჯერ კიდევ რეიჩელად ყოფნის შემდეგ იკავებს,  მისი სტილისტი კრის მაკმილანი და ქოლორისტი მაიკლ კანალე არიან. მაკმილანი 29 წლის წინანდელი საკულტო ვარცხნილობის უკან დგას და ჯენის თითოეულ ვარცხნილობას დღემდე საკუთარი ხელით ქმნის, კანალემ კი ზუსტად იცის რა ფერის თმა უსვამს ხაზს ენისტონის ნაკვთებსა და თვალებს.

მაკიაჟი

ჯენიფერ ენისტონის ფავორიტი მეიქაფ არტისტი ერთადერთი და შეუცვლელი ანჯელა ლევინი გახლავთ, სწორედ ანჯელაა პასუხისმგებელი ჯენიფერის ყოველი წითელი ხალიჩის ბრწყინვალე გამოჩენაზე. მათ შორის 

სხეული

ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ 50 წელს გადაცილებული ქალების უნაკლო სხეული დიდ შრომას და ფიზიკურ დატვირთვას მოიაზრებს. ჯენიფერის შემთხვევაში ვარჯიში დიდი უპირატესობაა, მისივე თქმით ის ვარჯიშის შემდეგ თავს ძალიან ლამაზად გრძნობს.

რაც თავი მახსოვს ჩემი სხეულის სილამაზეზე ვზრუნავ, როდესაც ვგრძნობ, თუ როგორ მიეწოდება ენდორფინები ჩემს სისხლს ეს უბრალოდ მაბედნიერებს - ჯენიფერ ენისტონი.

ვარჯიშის პარალელურად ჯენიფერი კრივით, იოგათი და კარდიოთია დაკავებული და მთელს თავის ენერგიას იმ ერთადერთი სხეულის გალამაზებაში დებს, რომელიც მას სამყარომ უბოძა.

ზევით