#კულინარია

3 სეზონური რეცეპტი კოქტეილის ეროვნული დღის აღსანიშნად

გაზიარება:

დღეს საღამოს აღნიშვნისთვის ორი მნიშვნელოვანი საბაბი გვაქვს, გარდა იმისა რომ ნანატრი პარასკევი დადგა, 13 მაისი ხილის კოქტეილის ეროვნული დღედაც არის გამოცხადებული, მართალია ამერიკაში, მაგრამ განა ეს ხელს შეგვიშლის იმაში, რომ მხიარულებას ჩვენც  შევუერთდეთ?

ზუსტად არავინ იცის ვინ შექმნა კოქტეილები, თუმცა მთელი მსოფლიო რომ მისი მადლიერია, ეს კარგად მოგვეხსენება. თავდაპირველად კოქტეილებს ალკოჰოლური სასმლისგან, შაქრის, წყლისა და მწარე ნარევისგან ამზადებდნენ, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920-33 წლებში ალკოჰოლური სასმლის აკრძალვამ ხელი მეტად დახვეწილი კოქტეილების შექმნას შეუწყო.

დაბალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა Speakeasies-მა დაიწყო, დროთა განმავლობაში უსიამოვნო გემოს დასაფარად ამ სასმელებს თაფლი, ხილის წვენი და სხვა არომატიზატორები დაემატა.  კოქტეილების ევოლუციას, ყინულის წარმოებით, ინდუსტრიულმა ხანამ ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო, რადგან ამ ეპოქამდე რა არსებობდა ეფექტური გზა ყინულის ბლოკების დასამზადებლად და მათი დნობის თავიდან ასაცილებლად. 

Strawberry Love

ხილის კოქტეილის ეროვნული დღე საუკეთესო დღეა ჩვენი საყვარელი სეზონური ხილის კოქტეილში გამოსაყენებლად! მარწყვი ახალი, წვნიანი და ტკბილია, რაც ნებისმიერ კოქტეილში გემრიელ დანამატს ქმნი. ეს სასმელი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სურს მიირთვას კოქტეილი უფრო ტკბილი არომატებით.

ინგრედიენტები: 

1 მარწყვი

2 ახალი რეჰანის ფოთოლი

2 ჩაის კოვზი თეთრი შაქარი

ყინულის კუბები

2 უნცია ჯინი

1 უნცია ლიმონის ახალი წვენი

3 უნცია გაციებული კლუბური სოდა

მომზადების წესი: 

მარწყვი, რეჰანის ფურცლები და შაქარი მოათავსეთ კოქტეილის შეიკერში და კარგად გაჭყლიტეთ კოქტეილის შემრევით. ყინულის ნახევარი დაამატეთ შეიკერში, დანარჩენი კი მოათავსეთ მაღალ ჭიქაში. შეიკერში ჩაასხით ჯინი და ლიმონის წვენი, დაახურეთ სახურავი და კარგად შეანჯღრიეთ, მიღებული მასა გადაიტანეთ ყინულში და ზემოდან მოასხით კლუბური სოდა. 

Jalapeño Margarita

ეს კოქტეილი ზედგამოჭრილია მათთვის ვისაც სურს კლასიკური გემოებისგან რაღაც განსხვავებული და ახალი გასინჯოს. მცირედი სიცხარე, რომელიც ჰალაპენიოდან მოდის იდეალურად თამაშობს აგავას ნექტართან, რომელსაც სასმელი მეტად ტკბილი არომატისკენ მიჰყავს.

ინგრედიენტები:

1,5 ტეკილა
1 საშუალო ზომის გრეიფრუტი, გამოწურული
1 ჩაის კოვზი აგავას ნექტარი
1 ჩაის კოვზი ჰალაპენიო, წვრილად დაჭრილი
1/8 ვანილის მარცვალი, გახეხილი თესლი
1/4-დან 1/2 ჭიქა კლუბური სოდა
1 ჭიქის ასავსებად საკმარისი ყინულები

მომზადების წესი:

კოქტეილის შეიკერში ჩაასხით ტეკილა, გრეიფრუტის წვენი, აგავას ნექტარი, დაამატეთ დაჭრილი ჰალაპენიო, ვანილის მარცვლები და ყინული და შეანჯღრიეთ 20 წამის განმავლობაში. გადაიტანეთ ნარევი მინის ჭიქაში, ზემოდან მოასხით სოდა და მორთეთ ჰალაპენიოსა და ლაიმის ნაჭრებით. 

Grand Sangria Blanche

გაზაფხული და ზაფხული ხომ ჭეშმარიტად სანგრიას სეზონია, სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე იდეალურია თქვენი გამჭვირვალე ჭიქები არომატული სანგრიათი შეავსოთ და გაზაფხულის სრულყოფილი კოქტეილი მიირთვათ.

ინგრედიენტები:

1 ბოთლი Grand Marnier Cordon Rouge
4 ბოთლი თეთრი ღვინო
2 მწიფე ატამი, დაჭრილი რვა ნაჭრად
1 ფორთოხალი, თხლად დაჭრილი
1 ლაიმი, თხლად დაჭრილი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი მოზრდილ თასში და თქვენს დიდ წვეულებამდე 2-4 საათით ადრე შედგით მაცივარში. მიირთვით ღვინოს ჭიქაში ყინულებთან ერთად.

ზევით