#მოდა

2024 წლის ზაფხულის მოდის წამყვანი ტრენდები

გაზიარება:

თვალსა და ხელს შუა, კარზე ზაფხულიც მოგვადგა. მზიანი ამინდები და გრძელი დღეები კარგ ხასიათზე გვაყენებს და მოტივაციას გვაძლევს, უფრო დიდი დრო დავუთმოთ ჩაცმულობაზე ფიქრს. თუ ინსპირაციას ეძებთ, The Diary-ის რედაქცია ზაფხულის ყველაზე აქტუალურ ტრენდებს გაგაცნობთ.

CAPRIS 

სხეულზე მომდგარი კაპრი 2024 წლის ზაფხულის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია. Capris-ის სტილის შორტები უკვე გამოჩნდა ცნობილი დიზაინერების მოდის ჩვენებებსა თუ ქუჩის ჩაცმულობაში. სამოსს შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც სპორტული, ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ინსპირაციისთვის ლუქს ქართველი ვლოგერიც marisunny გვთავაზობს.

ე.წ. სკანდინავიური პიჟამა-შარვალი 

თუ ზაფხულის სიცხეში კომფორტულად ჩაცმა გიყვართ და თან ტრენდებსაც უწყობთ ფეხს, სკანდინავიური სტილის პიჟამა შარვალი და შორტი ძალიან მოგეწონებათ. კომფორტი და მინიმალიზმი არც ამ სეზონზე კარგავს აქტუალობას; ამჯერად პიჟამებით სიარულიც კი მოდური ხდება. 

ZARA, პიჟამას სტილის შარვალი 

ყიდვა

ქვედაბოლოები

ამ სეზონზე, თქვენს კაპსულა გარდერობში ერთი ქვედაბოლო მაინც უნდა იქონიოთ. საშუალო სიგრძის, გრძელი და ე.წ. ბუშტივით ქვედაბოლოები 2024 წელს მოდაში დაბრუნდნენ და ამ ზაფხულსაც არ კარგავენ აქტუალობას. მოდის კრიტიკოსების თქმით, თეთრი მაქმანებიანი ქვედაბოლოები სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოდის ტრენდია. სხვათა შორის, ამ ზაფხულის ფერების მთავარ სიაში ღია ცისფერთან, წითელთან, იასამნისფერსა და ღია ოქროსფერთან ერთად, თეთრიც იწერება. 

Crete Skirt, REVOLVE-სგან

ყიდვა

KITTEN HEELS

ზაფხულის ცხელ დღეებში ღია ფეხსაცმელზე უკეთესი არაფერია. წელს მერიჯეინები და ოდნავ მაღალი ქუსლით ფეხსაცმელებია მოდაში. ასე, რომ შეგიძლია ქერი ბრედშოუს ლუქებს თვალი გადაავლოთ და ინსპირაცია მისგან აიღოთ. 

მერაკი, შავი Cecile Flats

ყიდვა

სათვალეები 1970-80 წლების მოდის ინსპირაციით

ზაფხულის მთავარი აქსესუარი სათვალეებია. როგორც ყოველთვის, მოდის ციკლურობაში წელსაც ვრწმუნდებით. ამჯერად, წარსულიდან 1970-80იანი წლების სათვალეების დიზაინი გაცოცხლდა და ზაფხულის წამყვანი ტრენდიც გახდა. 

MessyWeekend-ის სათვალეები

ყიდვა

ამ ყველაფერთან ერთად, გაზაფხულის მთავარი ტრენდები - დიდი ქამრები, გამჭვირვალე ტანსაცმელი, ბაფთები და ფერადი აქსესუარები კვლავაც არ კარგავენ აქტუალობას.

ზევით