ახალი წელი გვიახლოვდება და მასთან ერთად მოდის ახალი ტენდენციებიც, რომელიც აქტიურად მილანის, პარიზის, ლონდონის და ნიუ იორკის მოდის კვირეულებზე აქტიურად გვხვდებოდა.
TREND 01 - Quit luxury
ახლის განხილვას სანამ შევუდგებით, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ უკვე კარგად ნაცნობი და გამყარებული “Quit luxury” ტრენდი. უკანასკნელი იმ ტანსაცმელს მოისაზრებს, რომელიც მაღალი ხარისხისაა, თუმცა ამავდროულად დახვეწილი და “მორცხვი” თავისი მარკეტინგული და ვიზუალური თვალსაზრისით.
Succession TV series
"მშვიდი ფუფუნების” ტრენდი საკუთარ აქტუალურობას არც 2024 წელს დაკარგავს, რადგან საზოგადოება ლოგომანიით დაიღალა და უპირატესობას ორგანულ სტილს ანიჭებს. ეს ტრენდი საკმაოდ მარტივი მოსარგებია, თუ ნეიტრალურ ფერებს, კლასიკურ პიჯაკებს და მკაცრი სტილის გრძელ პალტოებს ჩაიცვამთ. მეტი ინსპირაციისათვის სერიალს - “Succesion” შეგიძლიათ მიმართოთ, რომელიც ამ სტილის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
TREND 02 - Preppy girl
მშვიდ ფუფუნებასთან დიდ წინააღმდეგობაში მოდის მომდევნო მასიური ტრენდი - “preppy girl”, რომელიც Miu Miu-ის და მისი ახალი სტილისტის, ლოტა ვოლკოვას დამსახურებაა. ლოტა დემნა გვასალიასთან თანამშრომლობის შემდეგ გახდა ცნობილი. ის როგორც Balenciaga-ის, ასევე Vetements-ის ჩვენებებზე გახლდათ სტილისტი.
ლოტა ვოლკოვა
ლოტას უყვარს 90-იანი წლების მოტივებთან თამაში, ხშირად ბავშვური და ცოტა შოკის მომგვრელი ელემენტების გამოყენება, რომლებიც მისი საბჭოთა წარსულის გადმონაშთია. ამ ლუქის მორგება მარტივი არაა, აქ მთავარი “როკ-ელემენტებთან” სწორი ბალანსის დაჭერაა: უხეში ჩექმები, ოვერ-საიზ ქურთუკები და ამავდროულად, ნაზი ელემენტების შეხამება: მინი ქვედაბოლო, ბაფთები და პასტელური ფერები.
Miu Miu ready-to-wear autumn/winter '23/'24
TREND 03 - 50’s
შემდეგი მაკრო ტრენდი “50ანები” გახლავთ. ეს პერიოდი მოდაში ქალური სილუეტებით გამოირჩეოდა. 50-იანი წლების მოდური ქალების სიაში ბრიჯიტ ბარდო, მერლინ მონრო და გრეის კელი შედიან. ეს ტრენდიც სწორედ ამ 3 დაუვიწყარი ქალის ნაზავია. ბრიჯიტის ცნობილი, ძლიერი cat-eye ლაინერი, მერლინის წელზე აქცენტირებული სილუეტი და გრეის კელის საყვარელი “ფანქარი ქვედაბოლოები”.
Prada - Fall/winter 2023-2024
ზემოთ ნახსენები ტრენდები მთლიან look-ებს მოიაზრებს, ახლა კი უფრო ლოკალურად განვიხილოთ, კონკრეტულად რა სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები იქნება “მოდაში” უახლოეს სეზონებზე.
TREND 04 - No more Over-size
ოვერ საიზი 2024 წელს საკუთარ აქტუალურობას ნაწილობრივ დაკარგავს. ეს დიდი ზომის სპორტულ ფეხსაცმელს, ჯინსებს და მაისურებს ეხება. მოდიდან არ გადავა ოვერ-საიზ ტყავის ქურთუკები, პიჯაკები და პალტოები. უპირატესობა მიენიჭება ტენისის სტილის კეტებს და ფეხსაცმელს დაბალ ძირზე, როგორიცაა ლოუფერები და ბალეტის ფეხსაცმელი.
Movement concept store
TREND 05 - Red Passion
ღვინის ფერი და წითელი ტანსაცმელი ახალი წლის პერიოდის კლასიკაა, მაგრამ Jacquemus-ის დამსახურებით, განსაკუთრებულად მოდურია წითელი ფერის აქსესუარები, მაგალითად სათვალეები და ჩანთები. არ დაივიწყოთ ღვინის ფერი ტუჩსაცხიც, რომელიც 2024 წელს ყველაზე ტრენდული აითემი იქნება.
356 eyewear - Movement concept store
TREND 06 - It’s all about the details
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი, რომელიც აბსოლუტურად ყველგან იკითხება, “საინტერესო დეტალები უბრალო ნივთებზე” გახლავთ. მაგალითად ჯინსები საინტერესო ჯიბეებით, შავი კაბა დიდი ღილებით, პალტო მასიური ქამრით, ან ჩანთა არაბანალური შესაკრავით. ასეთი სახალისო აქცენტები Moschino-ის ბრენდის ხელწერაა.
Moschino
Movement Concept store-ში ზემოთ ნახსენები ყველა ტრენდის შესაბამისი პროდუქცია მოიძებნება, თუმცა მყიდველმა თავად უნდა გადაწყვიტო, თუ რომელი ტრენდი მოუხდება მას, რათა სწორი ინვესტიცია განახორციელოს.
Christian Siriano-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. პოდიუმზე კოპლები, ზოლები და კუბოკრული პრინტები ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობასთან ერთად თანამედროვე ფორმებში გაერთიანდა.
Naked Dress წითელი ხალიჩის განუყოფელი ნაწილია. ბოლო პერიოდში, ეს თამამი სტილი მარგო რობიმ, ტეიტ მაკრეიმ და დაკოტა ჯონსონმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე დაუვიწყარი მომენტები შექმნეს.
სილამაზის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ახალი სივრცე გამოჩნდა. Glossy Nail Bar, რომელიც მოსკოვის გამზირზე, N9-ში მდებარეობს ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნა.