#მოგზაურობა

2022 წლის ყველაზე ჯადოსნური საშობაო ფასადები

გაზიარება:

ყოველწლიურად, მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, მოდის სახლები და საზოგადოების თავშეყრის გამორჩეული ადგილებიც კი, საშობაო/საახალწლო სეზონისთვის ჯადოსნურად ირთვება. ტრადიციად ქცეული ეს რიტუალი, ყოველთვის სადღესასწაულო მაგიასთან, ამაღლებულ განწყობასთან და ზოგჯერ ნოსტალგიასთანაც კი არის დაკავშირებული. დღეს, 2022 წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფასადურ მორთულობებს წარმოგიდგენთ.

1. Harrods

ყოველ წელს, ლონდონის სახელგანთქმული სავაჭრო ცენტრი Harrods-ი მაგიურ საშობაო ჩვენებას მართავს ვიზიტორებისთვის, მაგრამ სამართლიანი იქნება აღინიშნოს, რომ 2022 წლის დიზაინი, ალბათ ყველაზე ფანტასტიკურია, რაც კი გვინახავს. Harrods-ის ფასადის მორთვა წელს Dior-მა აიღო საკუთარ თავზე და ფრანგული მოდის სახლის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ კოლაბორაციას დაუდო სათავე. გიგანტური ჯანჯაფილის სახლის ინსპირაციით შექმნილი დიზაინი, კრისტიან დიორის და ლონდონის მიმართ მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

„ინგლისის გულმოდგინე თაყვანისმცემელმა, კრისტიან დიორმა 1953 წლიდან შექმნა ძლიერი და განუყოფელი კავშირი Harrods-თან, ლონდონის ბრიტანული ელეგანტურობის ეპიცენტრთან“.

Dior-ის ზღაპრული სამყაროს შესაქმნაში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, Harrods-ის ფასადი ყოველ საღამოს სავაჭრო უბნის ერთ-ერთი ყველაზე განათებული ადგილია. ექსტერიერის თითოეული დეტალი, მხატვრის პიეტრო რუფოს და მოდის სახლის კრეატიული ხელმძღვანლის - მარია გრაცია კიურის თაანამშრომლობით არის შექმნილი. გიგანტური განათებული კომპასი ვარდი (დაფარული, რა თქმა უნდა, დიორის საფირმო ვარდებით) Harrods-ის შესასვლელიდან მეოთხე სართულზე დგას, ხოლო Brompton Road-ის გასწვრივ მბრწყინავი გალეონი ყვავილების ტალღებზე და საზღვაო თოკზე მიცურავს.

2. Annabel’s

არცერთი საშობაო ჩვენება ლონდონში არ არის სრულყოფილი Annabel's-თან შეჩერების გარეშე. მაიფერის ცნობილმა კერძო წევრთა კლუბმა 2022 წლის სადღესასწაულო ფასადი წარადგინა და ის უბრალოდ მომაჯადოებელია. საოცნებო, ვინტაჟური კარუსელი, რომელიც შთაგონებას პეგასუსის საკულტო ემბლემიდან იღებს, ბერკლის მოედანს სრულად ანათებს.

The Birley Clubs-ის კრეატიული დირექტორის ტატიანა ხარჩილავას მიერ ვიქტორიანული ეპოქის შთაგონებით შექმნილი დიზაინი გამორჩეულია ილუსტრაციებით, ნათელი ფერებითა და მოცეკვავე პეგასით. როგორც ცნობილია, ხარჩილავას სურდა ექსკლუზიური კლუბის ინტერიერის ზოგიერთი დასამახსოვრებელი ელემენტის გარეთ გაეტანა, რათა Annabel's--ის გამოცდილების მიღების საშუალება მეტ ადამიანს ჰქონოდა.

ხოლო მათ, ვისაც მეტად გაუმართლებს და შესაძლებლობა ექნება Annabel's-ის კედლებში შეაბიჯოს, 59 წლის კლუბის იდუმალ სადღესასწაულო მორთულობასა და ექსკლუზურ საშობაო მენიუს აღმოაჩენს.

3. The Mark Hotel

Swarovski ნიუ-იორკელებს მილიონობით სვაროვსკის კრისტალით ატყვევებს,The Mark Hotel-მა 2022 წლის ფასადის მორთულობა სწორედ საკულტო ავსტრიულ საიუველირო ბრენდთან თანამშრომლობით შექმნა. 

მდიდრული კრისტალიზებული ექსტერიერი Swarovski-ს კრეატიულმა დირექტორმა ჯოვანა ენგელბერტმა დააპროექტა. ფასადი, მილიონობით ტოფის ფერის სვაროვსკის კრისტალით და ხელით გამოძერწილი, კრისტალურად მტვრიანი ფიბერმინათია მორთული.

„The Mark Hotel-ი ნიუ-იორკის სიმბოლოა და ჩვენ მოხარული ვართ Swarovski-ს ხედვა დღესასწაულის სიხარულისა და აღტაცების შესახებ ამ პრესტიჟულ სასტუმროში შემოვიტანოთ. ჩემთვის ჯანჯაფილი ბავშვურ საოცრებასთან ასოცირდება, ის შთამაგონებს ვიოცნებო. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ისეთი გამოცდილების მიღება, რომელიც ხალხის ფანტაზიას გააღვიძებს წელიწადის ამ ჯადოსნურ დროს“, - თქვა ენგელბერტმა განცხადებაში.

ზევით