ყველაზე ჯადოსნური სეზონის და საშობაო თუ საახალწლო სეზონის მოახლოებასთან ერთად სოციალურ ქსელებში ცნობილი მოდის სახლების ტრადიციული კამპანიები გამოჩნდა, რომლებიც ამჯერადაც შთამაგონებელი გზავნილებით, მაგიითა და დიდი რაოდენობით გლამურით არის აღსავსე.
Prada
ფუტურისტული აურა, შუა ზამთრის ღამის სიზმარი ლოს-ანჯელესში, დათოვლილი ქალაქის ქუჩები და მოდის სახლისთვის ხელწერად ქცეული ჰოლივუდის ვარსკვლავები:ჯულია გარნერი, შირა ჰაასი, ლუის პარტრიჯი და ტეილორ რასელი საახალწლო კამპანიაში.
Versace
მოდის სახლისთვის დამახასიათებელი ბაროკოს მკვეთრი პრინტები და საკულტო ჩანთები Versace-მ საახალწლო კამპანიაში წარმოგვიდგინა, თუმცა პოდიუმის ნაცვლად ჩვენება ყინულზე გაიმართა, სილუეტების წარდგენის პატივი კი პროფესიონალ მოციგურავეს რებეკა გილარდის ხვდა წილად.
Michael Kors
მოდის სახლმა საახალწლო კამპანია ოჯახის თემატიკის გარშემო გააერთიანა, Michael Kors-ის 2021 წლის კამპანიაში მონაწილეობას ბელა ჰადიდი და მისი ინფლუენსერი მეგობრები იღებენ, ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი სადღესასწაულო დღეების საყვარელ ადამიანებთან ერთად მხიარულად გატარებაში იმალება, გლამურისა და მდიდრული კაბების თანხლებით.
Coach
მოდის სახლმა საახალწლო კამპანიაში ნოსტალგიის შემოტანა გადაწყვიტა და ჯენიფერი ლოპესის 2002 წლის All I Have მუსიკალური კლიპისა და მუსიკის თანხლებით, მთელი ორი ათწლეულით უკან და ისევ აწმყოში გვამოგზაურა, სადაც ჯეილო ისევ შესაშურ ფორმაშია და შოპინგის შემდეგ ბედნიერად მიუყვება დათოვლილ ქუჩებს.
Alexander McQueen
დედა ბუნება და მასში დამალული საგანძურები გახდა Alexander McQueen-ის საახალწლო კამპანიის შთაგონების წყარო და მოდის სახლმა ვიდეორგოლი ანიმაციურ სტილში, ტყის ბინადარი ცხოველების სამფლობელოებში წარმოგვიდგინა, რომელშიც ბუნების შვილები ნამდვილ განძს - მოდის სახლის მბზინავ ნივთებს ინახავენ.
Ralph Lauren
ერთი წლის შემდეგ ყველას მხოლოდ ერთი რამ გვსურს - ერთად ყოფნით განცდილი ბედნიერების, მხიარულებისა და კმაყოფილების შეგრძნება, ამ დღეებში მხოლოდ საყვარელ ადამიანებზე უნდა ვკონცენტრირდე, ახალი წლის მაგიის საიდუმლოს გასაღები მოდის სახლისთვის სწორედ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებში ინახება.
Tiffany & Co.
Tiffany & Co.-ს 1961 წლის სუფრასთან მოქცევის წესები როგორც ჩანს თანამედროვე თაობისთვის, განსაკუთრებით კი თინეიჯერებისთვის არ გახლავთ შექმნილი, მიეცით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს გართობის საშუალება ისე, როგორც ახლაა მიღებული და ნუ გამოაკლდებით მხიარულებას.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ანგელოზებმა ახალი კოლექციები წარადგინეს. შოუ მრავალფეროვანი დიზაინები ვიხილეთ. პოდიუმზე გამოვიდა მატილდა გვარლიანი, რომელმაც ვარდისფერი და ცისფერი ლუქები მოირგო.
ნასტასია ლეგრან ბაბლუანი 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე 12 მოდის სახლის პოდიუმზე გამოჩნდა და ისეთი სახლების კოლექციები წარადგინა, როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta თუ Ralph Lauren.
ქართული ბრენდი CHRONOS ქართულ კულტურასა და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს. ხელნაკეთი სამკაულები სამი ათასწლეულის ისტორიის შთაგონებით იქმნება და ბრენდის ფილოსოფიას – ხასიათის, ხარისხისა და ემოციის ნაზავს გადმოსცემს.