#სამეფო ოჯახი

11 უცნობი ფაქტი კემბრიჯელების გრანდიოზული საქორწინო ცერემონიიდან

გაზიარება:

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და თვალისმომჭრელი წყვილის გრანდიოზული საქორწინო ცერემონიიდან 11 წელი გავიდა. 2011 წლის 29 აპრილს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში  ვესტმინსტერის სააბატო მოექცა, სადაც მილიონობით მაყურებლის თვალწინ სიყვარულისა და ერთგულების ფიცი პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა გაცვალეს.

პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას ქორწილის შემდეგ, დიდ ბრიტანეთს ამ მასშტაბის ცერემონია არ ენახა. კემბრიჯის ჰერცოგინიას სარა ბარტონის მიერ შექმნილი Alexander McQueen-ის ზღაპრული საპატარძლო კაბით გამოჩნდა და თანამედროვე ზღაპრის ნამდვილი პრინცესას მსგავსად ზღაპრულ თავგადასავალში გადაეშვა.

11 წლის შემდეგ, პრინცი უილიამა უილიამმა და ქეით მიდლტონმა არამხოლოდ სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მოახერხეს უცნობი ადამიანების გულის მოგება და სიმპათიით განმსჭვალა. კემბრიჯის ჰერცოგები სამ შვილს: პრინც ჯორჯს, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუის ზრდიან. ქეითი და უილიამი დედოფალ ელისაბედ II-ის შემდეგ, ბრიტანელი მოსახლეობის ყველაზე დიდი სიყვარულითა და სიმპათიით სარგებლობენ.

თვალი გადავავლოთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საქორწინო ცერემონიას და გავიხსენოთ სამეფო ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები:

1. საქორწინო ბეჭედი მხოლოდ ქეითისთვის

არ გეგონოთ რომ პრინცი უილიამი რაიმე სახით დაიჩაგრა, კემბრიჯის ჰერცოგმა საკუთარი ნებით განაცხადა უარი საქორწინო ბეჭდის ტარებაზე, მას უბრალოდ არ უყვარს სამკაულები, სწორედ ამიტომ ვესტმინსტერის სააბატოში ბეჭდები არ გაცვლილა, მხოლოდ საქორწინო ფიცი.

2. ახალდაქორწინებულთა მანქანა

კემბრიჯის ჰერცოგების საქორწინო ცერემონიის ფინალი იმ ფილმის ბედნიერ დასასრულს ჰგავდა, რომელშიც წყვილი ახალდაქორწინებულთა მანქანაში ჯდება და ახალი ცხოვრებისკენ მოუთმენლად მიემართება. ბუკინგემის სასახლე პრინცმა უილიამმა და ქეითმა Aston Martin-ის მანქანით დატოვეს, რომელიც პრინც ჩარლზს  წლების წინ, 21 წლის იუბილეზე უსახსოვრეს.

3. ინგლისური ნეკერჩხლის ხეები

ვესტმინსტერის სააბატო სპეციალურად ქორწილის დღისთვის ინგლისური ნეკერჩხლის ხეებით მოირთო, რომლებმაც მოგვიანებით პრინცი ჩარლზის სახლის ეზოში დაიდეს ბინა.

4. უილიამის და ჰარის უნიფორმები

პრინც უილიამსა და პრინც ჰარის თავიანთ ქორწილებში უნიფორმები ამშვენებდათ. კემბრიჯის ჰერცოგმა არჩევანი წითელი ფერის უნიფორმაზე შეაჩერა, ჰარიმ კი შავზე.

5. თაფლობის თვე

ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვის ლოკაცია პაპარაცებისგან რაც შეიძლება ფარულად გაატარეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ პრინცი უილიამი და ქეითი ორი კვირა სეიშელის კუნძულებზე ისვენებდნენ.

6. რაღაც ძველი, რაღაც ახალი

ტრადიციის თანახმად, ქეითს ეცვა რაღაც ძველი, რაღაც ახალი, რაღაც ნასესხები და რაღაც ლურჯი. Alexander McQueen-ის კაბას ანტიკური მაქმანი ამშვენებდა, რაღაც ახლის როლს ქეითის საყურეები ასრულებდნენ, ძვირფასი ტიარა, რომელიც დღის დედოფალს ალამაზებდა თავად დედოფალ ელისაბედ II-სგან იყო ნასესხები, პატარძლის ფატა კი ლურჯი ნაქარგებით იყო მორთული.

7. ეროვნული დღე

2011 წლის 29 აპრილი გაერთიანებული სამეფოს მთელს ტერიტორიაზე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

8. ქეითის ხრიკი

ქორწილის დილას ქეითმა მაკიაჟი საკუთარი ხელით გაიკეთა, ვიზაჟისტის არაბელა პრესტონთან გავლილი გაკვეთილების საფუძველზე. როგორც ჩანს, ჰერცოგინიას სურდა დარწმუნებულიყო, რომ იმ დღეს ყველაფერი იდეალურად იქნებოდა.

9. თაიგული

როდესაც კემბრიჯის ჰერცოგინიამ საქორწინო თაიგული შეარჩია, ჰიაცინტებთან, შროშანებსა და სუროსთან ერთად მიხაკიც შეარჩია, რადგან მისი სახელი ინგლისურად ტკბილ უილიამს ნიშნავს.

10. პატარა ხელისმომკიდეები

ყვავილების გვირგვინი, რომელსაც პატარა ხელისმომკიდე გოგოები ატარებდნენ, კეროლ მიდლტონის 1980 წლის გვირგვინის ზუსტი ასლი გახლდათ.

11. პატარძლის ასაკი

იცოდით, რომ ქორწილის დღეს ქეით მიდლტონი 29 წლის იყო, რაც ინგლისის სამეფო ტრადიციების თანახმად კემბრიჯის ჰერცოგინიას ყველაზე ასაკოვან პატარძლად აქცევდა.

ზევით