ჭარხალი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბოსტნეულია, რომლისგანაც შეგვიძლია მოვამზადოთ, როგორც ყველასათვის საყვარელი ბორში, ასევე სხვადასხვა სახის სალათა თუ სტარტერი. თუმცა, ეს ბოსტნეული არამხოლოდ გემრიელია, არამედ ჯანმრთელობის ნამდვილი პანაცეაა და სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით დღეს დეტალურად.
ამ სტატიაში ჩამოთვლილია ჭარხლის 5 სასარგებლო თვისება, რომელიც მეცნიერებისა და კვლევების მიერ დადასტურებულია.
1. გაჯერებულია ვიტამინებით
ჭარხალი გაჯერებულია ვიტამინებითა და საჭირო მინერალებით. მიუხედავად ამ სიმდიდრისა, ეს ჯადოსნური ბოსტნეული (და ამ მოსაზრებაში სტატიის ბოლოს დამეთანხმებით) ამავდროულად ძალიან დაბალკალორიული.
მოხარშული ჭარხალი100 გრამი:
• კალორია: 44
• პროტეინი: 1.7 გრ
• ცხიმი: 0.2 გრ
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან გემრიელი ბოსტნეული შეიცავს არაორგანულ ნიტრატებს და პიგმენტებს - მცენარეული ნაერთებს, რომელთაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები აქვთ.
2. ანთების საწინააღმდეგოა
ჭარხალი შეიცავს პიგმენტებს, რომლებსაც ბეტალაინებს უწოდებენ, რომელთაც გააჩნიათ მთელი რიგი ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
3. გააუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
ბოჭკო არის ჯანსაღი დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტი. მას უკავშირდება ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი, მათ შორის საჭმლის მონელების გაუმჯობესება.
ერთი ჭიქა ჭარხალი 3,4 გრამ ბოჭკოს შეიცავს, რაც მას ბოჭკოს საუკეთესო წყაროდ აქცევს. ჭარხლის რეგულარული მიღება საჭმლის მომნელებელი სისტემას გაგიუმჯობესებთ, მოგიწესრიგებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ყაბზობა, ნაწლავების ანთებითი დაავადება და დივერტიკულიტი, უფრო მეტიც აგაცილებთ მსხვილი ნაწლავის კიბოს, გულის დაავადებასა და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს.
4. ტვინის მამოძრავებელი ძალა
ჭარხალი შეიცავს ნიტრატებს, რაც ხელს უწყობს ტვინის სისხლის მიმოქცევის გაზრდას და კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას. საინტერესოა, რომ ამ ჯადოსნურ ნიტრატებს შეუძლიათ გააუმჯობესონ გონებრივი და შემეცნებითი ფუნქცია სისხლძარღვების გაფართოების გზით.
4. კიბოს საწინააღმდეგო თვისებები
როგორც იცით, კიბო არის სერიოზული და პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც ახასიათებს უჯრედების უკონტროლო ზრდა. კვლევებმა, რომლებიც ძირითადად ვირთხებზე ჩატარდა აჩვენა, რომ ჭარხლის პიგმენტები ხელს უწყობენ კიბოს უჯრედების ზრდის შემცირებას. ჭარხლის ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ბუნება ბადებს დიდ ეჭვებს, რომ ამ ბოსტნეულს კიბოს პრევენციის უდიდესი უნარი აქვს.
რჩევა: მიირთვით ყოველ დღე, სასურველია დღის პირველ ნახევარში, 1 ჭიქა ჭარხლის წვენი. ეს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო ბოსტნეული, ძალიან მალე, ძალიან ბევრ პრობლემას მოგიწესრიგებთ და გააჯერებს თქვენს სხეულს მინერალებითა და ვიტამინებით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!