10 უცნობი პროფესიული ფაქტი ნატალი პორტმანის შესახებ

წამი, როგორც კი ეკრანებზე ნატალი პორტმანს დავინახავთ, დარწმუნებით ვიცით, რომ წინ დიდი სიამოვნება გველის. მსახიობი, საქმეში მთელ სულსა და გულს დებს და შედეგიც არასოდეს გვიცრუებს იმედებს. წარმოგიდგენთ, 10 უცნობ პროფესიულ ფაქტს, ნატალი პორტმანის შესახებ.

1. გოგონას მშობლებს არ სურდათ ნატალის ლუკ ბესონის Léon-ში მონაწილეობა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ პორტმანი ძალიან პატარა იყო მატილდას როლისთვის, რომელიც 11 წლის გოგოსთვის ზედმეტად სენსიტიურ როლად მიიჩნეოდა, გარდა ამისა, ნატალის მშობლები ხედავდნენ იმის საშიშროებასაც, რომ ფილმი, გოგონას, არასასურველ სექსუალიზებას მოახდენდა. თუმცა, მშობლების შიშები არ გამართლდა და ნატალი პორტმანის პირველი სერიოზული როლიც შედგა.

2. ნატალი პორტმანს კარგი როლისთვის ყველაფრის გაღება შეუძლია - მათ შორის თავის გადაპარსვაც.  V for Vendetta-ში შესრულებული როლი, მსახიობის ფილმოგრაფიის ისტორიაში, ერთ-ერთ ბრწყინვალე პერიოდად მიიჩნევა.

3. მსახიობი იდეალურად ერგება ყველა ჟანრს, ისტორიული ფილმებით (The Other Boleyn Girl) დაწყებული, სამეცნიერო ფანტასტიკით დამთავრებული (Star Wars).

4. ნატალი არა მხოლოდ გენიალური მსახიობი არამედ ნიჭიერი რეჟისორიც გახლავთ, 2015 წელს გადაღებული A Tale of Love and Darkness, ნატალის სადებიუტო პროექტი გახლდათ.

5. 2007 წელს ნატალი პორტმანმა ეკომეგობრული ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელების კოლექცია წარადგინა, საიდუმლო არავისთვისაა, რომ ნატალი ცხოველთა უფლებადამცველი და ვეგეტარიანელია.

6. აკადემიის ჯილდო, ფილმისთვის Black Swan (2010 წელი) ნატალის იმაზე ძვირად დაუჯდა ვიდრე წარმოგვიდგენია: დაკლებული 16 კილოგრამი, გატეხილი ნეკნი და ნაღრძობი კოჭი - ეს გახლდათ პორტმანისთვის ოსკარის ჯილდოს საფასური. 

7. ზოგჯერ მსახიობს იმდენად გადატვირთული გრაფიკი აქვს, რომ მისი ჩანაცვლება აუცილებელი ხდება. ფილმში Thor: The Dark World, კრის ჰემსვორთან კოცნის სცენის შესრულებისას მსახიობს გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა (დიახ, ნამდვილად უცნაურად ჟღერს) და ნატალი კრისის მეუღლემ ჩაანაცვლა.

8. 16 წლის ნატალი Star Wars-ის გადაღებებს იმდენად სერიოზულად მოეკიდა, რომ მან საკუთარი პერსონაჟის როლის მოსარგებად კაბუკის კულტურის ელემენტები შეითვისა.

9. ჯეკი კენედის როლის მორგებისთვის ნატალი პორტმანმა არა მხოლოდ მისი მიხრა-მოხრა, მანერები და ჟესტიკულაცია გაიმეორა ერთი-ერთში, არამედ ხმის ტემბრი და ტონალობაც კი შეიცვალა.

10. ნატალი პორტმანის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი Lucy in the Sky (2019) რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ასტრონავტი ქალის ლიზა ნოვაკის თავგადასავალს გვიამბობს.

ზევით