სილამაზის გარდერობის ტოპ პროდუქტები
#სილამაზეThe diary-ს beauty რედაქტორები იმ ტოპ პროდუქტების სიას წარმოგიდგენთ, რომელიც აუცილებლად უნდა იკავებდეს საპატიო ადგილს თქვენს სილამაზის გარდერობში.
The diary-ს beauty რედაქტორები იმ ტოპ პროდუქტების სიას წარმოგიდგენთ, რომელიც აუცილებლად უნდა იკავებდეს საპატიო ადგილს თქვენს სილამაზის გარდერობში.
აფრიკული ესთეტიკით ინსპირირებული ნაწნავები განსაკუთრებით უხდება ზაფხულს, მზესა და ზღვას. ეგზოტიკური ვარცხნილობა აქტუალურობად არ კარგავს და სეზონიდან სეზონამდე პოპულარობას ზაფხულის პირველივე დღეებიდან იძენს. თუმცა, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მიუხედავად სეზონისა, ხშირად იმშვენებენ თავს ამ საინტერესო ვარცხნილობით.
მარიამ მძევაშვილს შესაძლოა Instagram სივრციდან იცნობდეთ, ერთგულ 178 ათას გამომწერს მარიამი ყოველდღიურად ახალსა და საინტერესო კონტენტს სთავაზობს და ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რა სირთულეს წარმოადგენს ათიათასობით აუდიტორიის ყოლა სოციალურ ქსელში, თუმცა მარიამს სოციალური ცხოვრების მიღმა ბევრად სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმიანობა აქვს - ის არა მხოლოდ ინფლუენსერი, არამედ ახალგაზდა და ნიჭიერი იურისტია.
ჩაკეტილ სივრცეში რომ ახალი იდეები იბადება, ამაში გასული წლის პრაქტიკამ არა ერთხელ დაგვარწმუნა და დღეს ამ თეორიის ერთ-ერთ არგუმენტს - „უსულს“ გაგაცნობთ. „უსული“ საგვარეულო რეცეპტებით შექმნილი თავის მოვლის, კოსმეტიკისა და სამკურნალო წამლების ხელნაკეთი ბრენდია, რომლის შექმნის იდეა ნანი კობახიძესა და ხატია ლობჯანიძეს პანდემიის პირობებში გაუჩნდათ.
Nature Moi-ს პროდუქცია საფრანგეთში, Biopha-ში იწარმოება, 40-წლიანი გამოცდილების მქონე ლაბორატორიაში, რომელიც 2010 წელს ბუნებრივი კოსმეტიკის წამყვანი ლაბორატორია გახდა ქვეყანაში. Nature Moi მოიცავს თმისა და სხეულის მოვლის მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელსაც კონკურენტებისგან 96%-ით ნატურალური ინგრედიენტები გამოარჩევენ.
ზაფხულის დადგომა ჩვენი თავის მოვლისა და მაკიაჟის რუტინის მინიმუმამდე დაყვანას ავტომატურად მოიაზრებს, ყველაზე ცხელ სეზონზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ ყოვლისშემძლე პროდუქტების გამოყენება ხდება, რომლებიც საკუთარ თავში ერთდროულად რამდენიმე ჯადოსნურ ფუნქციას ითავსებენ და ჩვენი სილამაზის, კომფორტისა და ბედნიერების გარანტი ხდებიან.
თუ კი ხშირად მოიხმართ თმის გასასწორებელ, დასახვევ ან სულაც გასაშრობ ცხელ მოწყობილობებს, თუ კი გიყვართ ექსპერიმენტების ჩატარება და თმის სხვადასხვა ფერის მიღება - ეს ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა არ დაგავიწყეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი თმა მეტ ყურადღებას და საგულდაგულოდ მოვლას იმსახურებს.
სახის ჯადოსნური დამატენიანებელი საცხები, შრატები, ფერადი ბლაშები თუ წარბის ფიქსატორები - Glossier-ის თითოეულ პროდუქტზე, რომელიც ერთხელ მაინც დაგვიტესტავს უბრალოდ შეყვარებულები ვართ. ეს ბრენდის შემქმნელებმაც კარგად იციან და დიდ ფასდაკლებებს პროდუქტებზე მხოლოდ წელიწადში ერთხელ - შავ პარასკევს გვთავაზობენ.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი სოციალური პლატფორმის მომხმარებელი ხართ, თუ კი თავის მოვლის გურუებს ხშირად ადევნებთ თვალს, მაშინ კასანდრა ბენკსონი თქვენთვის აუცილებლად ნაცნობი სახე იქნება. კასანდრა კანის მოვლის ექსპერტი პირადი გამოცდილების შემდეგ გახდა, ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან ბენკსონს მწვავე სახის აკნე აწუხებდა. მასთან საბრძოლველად კი კასანდრამ საუკეთესო - მეცნიერული გზები შეისწავლა.
HBO-ს ახალ წარმატებულ პროექტში Mare of Easttown-ში გამოჩენისა და მაყურებლის სრულად მონუსხვის შემდეგ, ქეით უინსლეტი დროს საკუთარ თავსა და სილამაზეს უთმობს და ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის L'Oréal Paris-ის ახალ სახედ გვევლინება და ისეთ სახელებს უერთდება, როგორებიც ვაიოლა დევისი, ევა ლონგორია და ჯემა ჩანი არიან.