ბილი აილიში სადებიუტო სუნამოს Eilish-ს გამოუშვებს
#სილამაზემხოლოდ დროის ამბავი იყო, როდის ჩაერთვებოდა მუსიკალური სამყაროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სილამაზის ინდუსტრიაში და ეს დღეც დადგა, ბილი აილიშმა სუნამოს, სახელად Eilish გამოშვება დააანონსა. როგორც მრავალწლიანი ვეგანისთვის, ბილისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ პროდუქტის ვეგანურობა და ის ფაქტი, რომ მისი სუნამო არ ყოფილიყო ტესტირებული ცხოველებზე (cruelty-free) და აილიშმა ორივე პუნტქის დაკმაყოფილება იდეალურად მოახერხა.