თავისუფლება, რომელიც სიახლეს მოაქვს: „ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში BMW-ს და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა
#საზოგადოებად. აღმაშენებლის ხეივანის 216 ნომერში, „ჯი-თი მოტორსმა“ BMW-ს და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. ღონისძიების მთავარი კონცეფცია მოიცავდა იდეოლოგიების შენარჩუნებას და ინოვაციებისკენ სწრაფვას, კლასიკურისა და სპორტულის დაბალანსებულ შერწყმას და რა თქმა უნდა ავტომობილის მართვის უკომპრომისო სიამოვნებას.