მამუკა გორგოძე - ქართული და მსოფლიო რაგბის მოვლენა
#სპორტი18 წლის იყო საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ რომ მიიწვიეს, ამას ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებას დღემდე უწოდებს. გუნდის სხვა წევრებთან შედარებით ასაკით პატარა იყო, საქართველო ესპანეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, მოედანზე კი დიდი თოვლი იდო, მოედანზე სათამაშოდ სულ 20 წუთი მიეცა, რადგან შეცვლაზე იყო, მაგრამ ეს წუთები მისი მეხსიერებიდან არასდროს წაშლილა.