23 დეკემბრიდან გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ იხსნება
#ფოტოამბავი23 დეკემბერს, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ იხსნება. გამოფენა ადამიანსა და გარემოს შორის შეუქცევადი ტრანსფორმაციის ორგანული კავშირის ასახვას ემსახურება, ის თბილისი ფოტო ფესტივალისა და თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის მიერ არის ორგანიზებული და ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიებაა.