დონალდ ტრამპის ისტორიული ვერდიქტი
#პოლიტიკაისტორიული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პირველი ექსპრეზიდენტი, რომელიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ 34-ვე ბრალდებაში ცნეს.
ისტორიული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პირველი ექსპრეზიდენტი, რომელიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ 34-ვე ბრალდებაში ცნეს.
შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ კლაუდია შეინბაუმის შესახებ, თუმცა დღეიდან მის სახელს არაერთხელ მოისმენთ. არჩევნებში 58%-იანი შედეგით დღეს კლაუდია შეინბაუმმა ისტორია დაწერა და მექსიკის რესპუბლიკის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც უკვე ყველამ კარგად ვიცით - ქალების ადგილი არის ყველგან.
თავდასხმას, რომელიც კვირას ღამით ტალ ალ-სულთანის რაიონში მოხდა, 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. შემთხვევის ადგილიდან შემზარავი ვიდეო კადრები ვიხილეთ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ჰამასის წევრი, ორი მნიშვნელოვანი ტერორისტი იყო.
ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ განვმარტოთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ნიშნავს მონიტორინგის ამოქმედებას, რაც შეეხება ყველას, ვისაც რაიმე სახით მიუღია უცხოური დაფინანსება, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური კაპიტალით ფინანსდება (არასამთავრობო ორგანიზაციები, იურიდიული საკონსულტაციო ფირმები და ა.შ.).
3 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე გენდერული კვოტირება გააუქმეს. ოპოზიციური პარტია, "გირჩის" ინიციატივას 82 მომხრე და 15 წინააღმდეგი ჰყავდა. მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელიც 136 კაცისა და 38 ქალისგან შედგება, გადაწყვიტა, რომ კვოტირება ქვეყნის დღის წესრიგში აღარ დგას და გენდერული ბალანსიც მიღწეულია. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, სადავო საკითხია.
აშშ-ში მიმდინარე არჩევნები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ერთმანეთს მეორე ვადით არჩევაში ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ეჯიბრებიან. რამდენიმე დღის წინ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გამართა. საღამო ნიუ იორკში, Radio City Music Hall-ში გაიმართა და ბაიდენთან ერთად მთავარი სტუმრები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი იყვნენ.
13 მარტს ამერიკელმა კონგრესმენებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ტიკტოკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს. მათი თქმით ისინი ტიკტოკის წინააღმდეგ არ იბრძვიან და ამ კანონპროექტს სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის ემსახურება ამერიკელი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაცვას და კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებას.
აგვისტო, როგორც 2008 წლის ომის დაწყების დღე, არის ობიექტური ისტორიული ფაქტი, რომელიც ამსხვრევს ომის დაწყების ყალბ რუსულ ვერსიას. ომის 8 აგვისტოს დაწყება კი არის მოსკოვის გავრცელებული ტყუილი, რომელსაც მისი პროპაგანდისტული და დიპლომატიური მანქანა იარაღად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. წესით, არჩევანის გაკეთება ძნელი არ უნდა იყოს.
დღეს, 9 მარტს, ორდღიანი პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც 7 მარტს მიღებული „აგენტების“ რუსული კანონპროექტის გაწვევას დაგვპირდა, სიხარულისა და გამარჯვების ტალღას მალევე მოყვა სოციალურ ქსელში პოსტები იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, მაშინ რას გვპირდება ქართული ოცნება?
რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება, 23 ნოემბრის სხდომაზე ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელმაც რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. რეზოლუციის მიღებას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, 44-მა დეპუტატმა კი თავის შეკავება გადაწყვიტა.