ანა ჯაფარიძემ პირველი EP ალბომი Girl Power გამოუშვა
#მუსიკა8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქართველმა მუსიკოსმა ანა ჯაფარიძემ, პირველი EP ალბომი Girl Power გამოუშვა. ალბომი, ჩიკაგოში დაფუძნებულკოლექტივთან Femme Decks-თან და ლეიბლ Banana Pudding-თან თანამშრომლობით, შეიქმნა. სიახლეს ანა, საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.