MASTERCARD-სა და საფრანგეთის ტურიზმის სააგენტოს ექსკლუზიური შეთავაზებები ქართველი მომხმარებლებისთვის
#მოგზაურობაMastercard-ის გამორჩეულ შეთავაზებებს შორის არის Galeries Lafayette Paris Haussmann, Disneyland Paris, Get Jet და La Samaritaine.
Mastercard-ის გამორჩეულ შეთავაზებებს შორის არის Galeries Lafayette Paris Haussmann, Disneyland Paris, Get Jet და La Samaritaine.
ქალაქის გაცნობას, აღქმას და სიყვარულს მისი არქიტექტურით ვიწყებ. არქიტექტურა მოგიყვებათ ქალაქის ყველა საიდუმლოს. სომხეთის დედაქალაქს აქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული საბჭოური, ბრუტალისტური არქიტექტურა; ყველგან ნახავთ გეომეტრიულ ფორმებს.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კაფეებს შორის, რომლებიც მოგზაურებს თავიანთი ექსტრავაგანტური ინტერიერით, მდიდარი ისტორიითა და ატმოსფეროთი აღაფრთოვანებენ, Caffè Florian-ი Piazza San Marco-ში, ვენეციაში, უდავოდ არის ერთ-ერთი ის უნიკალური ლოკაცია, რომელში გასული საუკუნის დიდებულება დღემდე იგრძნობა.
ტრუმენ კაპოტემ, რომელმაც ცნობილი ნოველა 1958 წელს დაწერა, ნიუ-იორკს „ მსოფლიოში ყველაზე სტიმულირებადი ქალაქი” უწოდა და მასში ცხოვრება ელექტრო ნათურაში ცხოვრებას შეადარა. ნოველის გამოსვლიდან 3 წელიწადში, ბლეიკ ედუარდსმა წიგნის ადაპტაცია წარადგინა და ტრუმან კაპოტეს სიტყვების ჭეშმარტიებაში ასიათასობით მაყურებელი დაარწმუნა. 1961 წელს, დიდ ეკრანებზე გამოსულ Breakfast at Tiffany's, უდავოდ, ორი ვარსკვლავი ჰყავდა: ოდრი ჰეპბერნი და ნიუ-იორკი.
დღეს, თბილისის დროით 01 საათსა და 24 წუთზე, გაზაფხულმა კიდევ ერთხელ დაუგო კვირტს მახე, ოფიციალურად, ზამთრის „ნასესხები“ დღეები უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია გაზაფხულის გაძლიერების და ძალების მოკრების მომსწრენი თავადაც გავხდეთ. 2023 წელს ბუნიობა იგივე დღეღამტოლობა 21 მარტს დაემთხვა, დღე, როდესაც მზემ ეკვატორი გადაკვეთა, სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთში გადაინაცვლა და დედამიწის ყოველ ნაწილს თანაბრად მოაფინა სხივები, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენადაა მიჩნეული.
პროფესიით მარკეტერი ანა ჭინჭარაული, Instagram-ზე პირად ბლოგს @anytravel_ -ს მართავს და 7 ათასზე მეტი გამომწერისთვის, კონტენტ კრეატორის როლს ითავსებს. ანას ბლოგი მოგზაურობის გარშემო ერთიანდება და აუდიტორიას პირადი გამოცდილების საფუძველზე საინტერესო რჩევებს უზიარებს.
გურანდა ლაზარაშვილი ექიმი, ფსიქოლოგი, პიროვნული განვითარების მენტორი და მოგზაურია, რომელმაც ცხოვრების ორი სიყვარულის: მოგზაურობისა და ადამიანების დახმარების სურვილის გაერთიანება და იდეალური სამსახურის ფსიქოტურიზმის შექმნა მოახერხა. გურანდა თავის მრავალფეროვან ცხოვრებას: მოგზაურობას, ქოუჩინგს და ველნესს, Instagram-ზე პირად ბლოგში @gurinwonderland აერთიანებს და ჯერ კიდევ მზარდ აუდიტორიას ყოველდღიურად შთამაგონებელ კონტენტს სთავაზობს.
როდესაც მარშრუტი დაგეგმილია, სამოგზაურო ჩემოდანიც ჩალაგებული და საუკეთესო თანამგზავრები შემოკრებილი, მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი რჩება მოგზაურობის სრულყოფისთვის: გზად მოსასმენი სიმღერების ფლეილისთი, რომელიც საოცარი თავგადასავლების შექმნაში და წარუშლელი მოგონებების შეგროვებაში დაგეხმარებათ.
De Biergrens-ის ლუდის მაღაზიის ერთი კარი შეგიძლიათ ნიდერლანდებში შეაღოთ, მეორე კი ბელგიაში, ორი ქვეყნის საზღვარზე მოქცეულ მაღაზიაში ორ ტელეფონსაც შეხვდებით, ერთი ბელგიის ტელეკომის სისტემასთანაა დაკავშირებული, მეორე კი ჰოლანდიურთან, De Biergrens-ში ორი სალარო აპარატიც კი დგას, თუთიოეული ქვეყნითვის განკუთვნილი. ასე მარტივად, ყოველგვარი მავთულხლართებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, სულ რაღაც ერთ ნაბიჯში შეგიძლიათ ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთოთ და გზად ავთენტური ლუდიც დააგემოვნოთ.
პარიზი დაუსრულებელი აღმოჩენების ქალაქია, ის მუზეუმს ჰგავს ღია ცის ქვეშ. როდესაც ფიქრობ, რომ ეს ქალაქი ვეღარაფრით გაგაოცებს, სწორედ მაშინ დაგარწმუნებს საპირისპიროში. ფოტოგრაფ რაფაელ მატივეს შემთხვევაშიც ასე მოხდა, კლასიკური პარიზული არქიტექტურის ფოტოსერიების გადაღების შემდეგ