ბათუმის ესთეტიკა
#მოგზაურობაბათუმი განსაკუთრებული ესთეტიკის ქალაქია, შეგრძნებებისა და ვიზუალის კომბინაცია. თუ კი დროებით დაივიწყებთ მანქანას და ფეხით მოხეტიალე ტურისტი გახდებით, ბევრ საინტერესო ვიზუალს აღმოაჩენთ. ბათუმი აჭარული ხაჭაპური და მზის აბაზანების ლოკაცია როდია, ავტონომიური აჭარის დედაქალაქი სუნთქავს, აქვს თავისი ცხოვრების რიტმი, აქვს საკუთარი სურნელი, ზღვის, მთის, გემის, ნავთობის ნოტებით.