Downton Abbey: A New Era-ს თიზერი თქვენთან შესახვედრად მზად არის
#კინობრიტანელები ბრუნდებიან! Focus Features-მა Downton Abbey: A New Era-ს თიზერი გაგვიზიარა და პირველი რაც შეგვიძლია გითხრათ ის არის, რომ კროულები სამხრეთ საფრანგეთს შტურმით იღებენ.
ბრიტანელები ბრუნდებიან! Focus Features-მა Downton Abbey: A New Era-ს თიზერი გაგვიზიარა და პირველი რაც შეგვიძლია გითხრათ ის არის, რომ კროულები სამხრეთ საფრანგეთს შტურმით იღებენ.
კომედია, დრამა, მელოდრამა, ისტორიული, ფანტასტიკა - დაგვისახელეთ ჟანრი, რომელშიც ჩვენი რჩეული ჰოლივუდელი მშვენება ოსკაროსანი ემა სტოუნი უბრალოდ არ ანათებს. ემა სტოუნმა თავი ტელეეკრანებზე გამოჩენის პირველივე წუთებიდან შეგვაყვარა, სხვაგვარად შეუძლებელიც კი იქნებოდა, მისი საშემსრულებლო მანერის, ენერგეტიკის, პროფესიონალიზმისა და ნიჭის წყალობით ემა მალევე იქცა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად, რომლის ფილმოგრაფიაც ლეგენდარული ფილმებით, რეჟისორებითა და კოლეგა-მსახიობებით არის სავსე.
2018 წელს New York-ის ჟურნალისტმა ჯესიკა პრესლერმა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ძალიან მალე გახდა რეზონანსული ქალაქისთვის. "როგორ მოატყუა ანა დელვეიმ ნიუ-იორკის, წვეულების მოყვარული ადამიანები" ანა სოკორინის ისტორიას გვიამბობდა, გოგონა, რომელსაც რუსული ფესვები ჰქონდა, თუმცა გარემოსთან მარტივად ადაპტირდა და საკუთარი თავის რებრენდინგიც მოაწყო ანა სოკორინი სულ მალე ანა დელვეიდ იქცა, მდიდარ მემკვიდრედ, რომელმაც თავი ქალაქის ელიტაში დაიმკვიდრა.
BBC One და Amazon Studios-მა რამდენიმე საათის წინ ახალი ლიმიტირებული სერიალის A Very British Scandal-ის პირველი კადრების ნახვის საშუალება მოგვცეს და ფოტოები იმაზე სკანდალურად და დამაინტრიგებლად გამოიყურება, ვიდრე წარმოვიდგენდით.
ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ საერთაშორისო კინოფესტივალებზე მწვერვალების დპყრობას განაგრძობს, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართულს ფილმს ჩიკაგოს 57-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის ვერცხლის ჰიუგო გადაეცა.
საკულტო სატელევიზიო სერიალის Friends-ის ჩვენი რჩეული მე-7 მეგობრის და შეუცვლელი პერსონაჟის განტერის როლის შემსრულებელი ჯეიმს მაიკლ ტაილერი, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯეიმსი სიმსივნესთან საკმაოდ რთულ ბრძოლაში იყო ჩართული, რამდენიმე თვის წინ მსახიობმა გაამხილა, რომ მას მე-4 სტადიის კიბო აღმოაჩნდა, სამწუხაროდ ეს ომი ვერაგი დაავადების გამარჯვებით დასრულდა და ჩვენც სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა გამომშვიდობება საყვარელ პერსონაჟთან.
დღეს პარასკევია და წინ დიდხანს ნანატრი უქმეები გველის, მართალია, ბუნება ჯერ კიდევ მშვენიერ შანსს გვაძლევს ბუნებაში გავისეინოთ და შემოდგომის ათასფერი ელფერით დავტკბეთ, თუმცა თუ ამ შაბათ-კვირის გატარებას სახლში ლეპტოპისა თუ პლანშეტის წინ გეგმავთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ერთი ამოსუნთქვით სანახავი ლიმიტირებული სერიალები, რომლებიც ნამდვილად გაგიფერადებენ უქმეებს.
რომში, ცნობილ კინოფესტივალ Rome Film Festival-ზე, ამერიკელმა რეჟისორმა და სცენარისტმა კვენტინ ტარანრინომ ლეგენდარული ჯილდო თავად დიეგო არგენტოსგან დაიმსახურა და ბუნებრივია პრესასთან საუბრისას ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს გასცა პასუხი მის მომავალ, მე-10 ფილმზე.
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ახალი კინოადაპტაციის ხილვის საშუალება ქართველ მაყურებელს კინოთეატრებში, სულ რაღაც 2 დღეში შეეძლება. 21 ოქტომბრიდან დიდი ეკრანებზე ჰოლივუდის ახალი თაობის წარმომადგენლების: ზენდაიასა და ტიმოთი შალამეს მონაწილეობით Dune-ს, როგორც იქნა ვიხილავთ.
თუ რენე ზელვეგერის ახალ ფოტოებს პირდაღებული მისჩერებიხართ და ფიქრობთ, როგორ მოიმატა მსახიობმა კოლოსალური წონა, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ეს რენეს სხეული არაა. მსახიობს ახალ, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ NBC-ის ტელე სერიალში - The Thing About Pam იღებენ, სადაც ის მკვლელის - პემ ჰაპის როლს ასრულებს.