Gerlisol - მხატვრობის სიყვარულით შექმნილი სახლის დეკორის სტარტაპი
#GOGO!მხატვრობისა და ხელნაკეთი ნივთების სიყვარულმა მარი გერლიანს ბიძგი მისცა ახალი ქართული სტარტაპისთვის ჩაეყარა საფუძველი. ხელოვნება მარის ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა და განსაკუთრებული ადგილიც ეკავა, თუმცა ჩანაფიქრის რეალობად ქცევამდე ყოველთვის იყო სხვადასხვა სახის დაბრკოლება, მსოფლიო პანდემიამ კი, როგორც არა ერთ ქართულ სტარტაპს, მარის საშუალება მისცა დიდი ხნის ოცნება აეხდინა.