2023 წლის გამორჩეული GOGO!-ები
#GOGO!2023 TheDiary-სთვის სიახლეებით დახუნძლული წელი აღმოჩნდა. თუმცა საინტერესო კოლაბორაციების და მნიშვნელოვანი თანამშრომლობების ფონზე, არ დაგვიწყებია ჩვენთვის, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რუბრიკა: GOGO!, რომლის დახმარებითაც TheDiary დაარსების დღიდან ცდილობს მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ანტრეპრენერი ქალები და მათი ძვირფასი წამოწყებები. ათეულობით შთამაგონებელი ისტორიის მოსმენის შემდეგ, გვინდა ის გოგოები გამოვარჩიოთ, რომლებმაც თავიანთი მიზანსწრაფულობით, მრავალმხრივი აზროვნებითა და შრომით, შთაგვაგონეს ჩვენც და ჩვენი მკითხველიც.