ანტონი გაუდის „კასა მილა“ - ესპანური არტ-ნუვოს შედევრი
#დეკორი1905 წლის ივნისში, საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელმა წყვილმა, პერე მილამ და როზერ სეჯიმონმა, ბარსელონაში 1,835 კვადრატულ მეტრზე აშენებული სახლი შეიძინა და ახალი შენობის ასაშენებლად ანტონი გაუდი დაიქირავა. უზარმაზარი საცხოვრებლის ნაწილი მილას ოჯახს საცხოვრებლად უნდა გამოყენებინა, ხოლო დანარჩენი კი გაექირავებინა.