ბელა ჰადიდი INSTAGRAM-ს დაუბრუნდა
#ცნობილებიბელა ჰადიდი რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ Instagram-ს დაუბრუნდა. სუპერ მოდელი თვის დასაწყისში სოციალური მედიიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გაქრა. თაყვანისმცემლები ეჭვობდნენ, რომ ცნობილი დის - ჯიჯი ჰადიდის მსგავსად, ბელაც ორსულობის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ლამაზმანი სულ რაღაც 3 კვირაში დაბრუნდა და გაქრობის მიზეზების ახსნა პოსტით სცადა.