ფუტკრებით დაფარული ანჯელინა ჯოლი National Geographic-ის ფოტოსესიაში მონაწილეობს #WorldBeeDay
#ცნობილებიფუტკრების საერთაშორისო დღის აღსანიშნად და ამ მშვენიერი ქმნილებების მიმართ ყურადღების მისაპყრობად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალი National Geographic და ანჯელინა ჯოლი გაერთიანდნენ და საერთო ძალისხმევით, რაღაც მომნუსხველი შექმნეს. ფოტოგრაფის დენ ვინტერის შთაგონების წყარო 1981 წელს, რიჩარდ ავედონის ცნობილი პორტრეტი გახლდათ, რომელშიც მეფუტკრეს მთელი სხეული ფუტკრებითაა დაფარული.