სიახლეები

ზოი კრავიცი და ჩენინგ ტატუმი - ახალი მოდური წყვილი ნიუ-იორკში

ზოი კრავიცი და ჩენინგ ტატუმი - ახალი მოდური წყვილი ნიუ-იორკში

ცხელ ზაფხულ ახალი რომანის გარეშე არ ჩაუვლია, როდესაც გვეგონა, რომ სეზონი სიახლის გარეშე მიილია, ტაბლოიდებში სიახლე გამოჩნდა, რომელიც ზოი კრავიცისა და ჩენინგ ტატუმის სავარაუდო ურთიერთობის შესახებ გვაუწყებდა. სულ რაღაც ერთი კვირა აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მითქმა-მოთქმა რეალობად ქცეულიყო და ჩვენც ახალი და საოცრად მოდური წყვილის თვითმხილველნი გავხდით.

ბიონსე და ჯეი ზი Tiffany & Co.-ს წარმომადგენლების ამპლუაში

ბიონსე და ჯეი ზი Tiffany & Co.-ს წარმომადგენლების ამპლუაში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური წყვილი - ბიონსე და ჯეი ზი, ამ ზაფხულს, ლეგენდარული ბრენდის Tiffany & Co.-ს წარმომადგენლები გახდნენ და ძალიან მალე ბრენდის ამბასადორების ამპლუაში პირველი სარეკლამო კამპანიის  About Love-ის კადრები შემოგვთავაზეს.

ანჯელინა ჯოლი ავღანელი გოგოს წერილს გვიზიარებს

ანჯელინა ჯოლი ავღანელი გოგოს წერილს გვიზიარებს

დღეიდან, შეგიძლიათ Instagram-ზე ანჯელინა ჯოლის გამომწერი გახდეთ, მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი სოციალურ პლატფორმას ავღანეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ ყურადღების გასაძლიერებლად შეუერთდა და ერთ ღამეში დაგროვებული რეკორდული გამომწერების რაოდენობით, ეს ნამდვილად მოახერხა.

როზი ჰანთინგთონ-უაითლი და ჯეისონ სტეთჰემი მეორე შვილს ელოდებიან

როზი ჰანთინგთონ-უაითლი და ჯეისონ სტეთჰემი მეორე შვილს ელოდებიან

როზი ჰანთინგთონ-უაითლის და ჯეისონ სტეთჰემის ოჯახი იზრდება, სუპერმოდელმა Instagram პლატფორმა და სარკეში გადაღებული თვითფოტოები სიახლის მთელი მსოფლიოსთვის გასაზიარებლად გამოიყენა - როზი და ჯეისონი მეორე შვილს ელოდებიან.

სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა

სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა

36 წლის მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა, მას და მის მეუღლეს კოლინ ჯოსტს კი პირველი საერთო შვილი შეეძინათ. კოლინმა სიახლის გასაზიარებლად Instagram-ის პლატფორმა გამოიყენა და მეგობრებსა თუ გამომწერებს ოჯახის ახალი წევრის სქესი და სახელიც გაუმხილა.

სასექსის ჰერცოგებმა „მყიფე სამყაროს“ შესახებ ისაუბრეს

სასექსის ჰერცოგებმა „მყიფე სამყაროს“ შესახებ ისაუბრეს

გასულ დღეს, 36 პრინცმა ჰარიმ, რომელიც სამხედრო სამსახურს ავღანეთში გადიოდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და პოლიტიკურ კრიზისზე კომენტარი ორჯერ გააკეთა. თავდაპირველად პრიცმა  Invictus Games-ის პლატფორმა გამოიყენა და ავღანეთის ომის ვეტერანებს მიმართა, მოგვიანებით კი მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად გამოაქვეყნა ტექსტი მათ საერთო საქველმოქმედო პლატფორმაზე.

And Just Like That - სერიალს ახალი სამანტა ჯონსი ჰყავს

And Just Like That - სერიალს ახალი სამანტა ჯონსი ჰყავს

ნიუ-იორკში And Just Like That-ის გადაღებები გრძელდება და ამის დამსახურებით 10 სერიისგან შემდგარი შოუს შესახებ სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. სარა ჯესიკა პარკერის ახალი Instagram პოსტის წყალობით შევიტყვეთ, რომ სამანტას შემცვლელი მაინც მოუძებნეს. ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა სინტია ნიქსონთან, კრისტინ დევისთან და არი პარკერთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. სწორედ, ეს უკანასკნელი გახლავთ ლეგენდარული სამანტას შემცვლელი.

სამეფო ოჯახი BBC-სგან 1.5$ მილიონიან კომპენსაციას  მიიღებს

სამეფო ოჯახი BBC-სგან 1.5$ მილიონიან კომპენსაციას მიიღებს

26 წლის შემდეგაც კი, უელსის პრინცესას - დიანას პანორამა ინტერვიუ, რომელიც პრინცესა დიანამ BBC-ის ჟურნალისტ მარტინ ბაშირს მისცა, კვლავ განხილვის საგანია. მოგეხსენებათ, პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის მოთხოვნით, BBC-ს სამაუწყებლო კომპანიაში ჩატარდა გამოძიება, რომელმაც მარტინ ბაშირი მანიპულაციაში დაადანაშაულა და ლედი დის სკანდალური ინტერვიუს არაპროფესიონალურ გზით მოპოვებაშიც დასდო ბრალი.

ცნობილი ადამიანების ზღაპრული საზაფხულო მიმართულებები

ცნობილი ადამიანების ზღაპრული საზაფხულო მიმართულებები

საზაფხულო თავგადასავლის მოწყობა უკვე მეორე წელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის დიდ საფიქრალს წარმოადგენს, COVID 19-ის პანდემიის, რეგულაციებისა და შეზღუდვების ფონზე, არა ერთი მიმართულების კარი ჩვენთვის ჯერაც ჩაკეტილია, თუმცა არა ცნობილი ადამიანებისთვის და რატომ არ შეიძლება თვალი მივადევნოთ მათ და ჩვენთვის მომავალი ზაფხულის მიმართულება შევარჩიოთ?

ბრიტნი სპირსის მამამ ქალიშვილის მეურვეობაზე უარი განაცხადა #FreeBritney

ბრიტნი სპირსის მამამ ქალიშვილის მეურვეობაზე უარი განაცხადა #FreeBritney

13 წლის, აქტიური სოციალური კამპანიებისა და გამოსვლების შემდეგაც კი, ბრიტნი სპირსმა შესაძლოა საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი, როგორც იქნა დაიბრუნოს. მომღერლის მამამ ჯეიმი სპირსმა ბრიტნის მეურვეობაზე უარი თავად განაცხადა.

ზევით