ტეილორ სვიფტი Netflix-ს სექსისზმის გამო აკრიტიკებს
#ცნობილებიტეილორ სვიფტი Netflix-ს და სტრიმინგ პლატფორმის ახალ შოუს - Ginny and Georgia აკრიტიკებს. ზოგადად, მომღერალი ხმამაღალი საჯარო განცხადებებით გამოირჩევა და არც სკანდალებში გახვევის გამოცდილების ნაკლებობას უჩივის. ამჯერად საქმე ერთ-ერთ სექსისტურ ფრაზაშია, რომელიც შოუს პერსონაჟის პირით გაჟღერდა.