უაინონა რაიდერი Marc Jacobs-ის ახალი ჩანთის სარეკლამო კამპანიაში
#მოდაუაინონა რაიდერისა და Marc Jacobs-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა გრძელდება, საკულტო მოდურ მომენტებს, რომლებიც წლების განმავლობაში განსაზღვრავდნენ უაინონასა და მოდის სახლის მეგობრობას, კიდევ ერთი კამპანია შეემატა. 90-იანი წლების სტილის სიმბოლომ Marc Jacobs-ის ახალი ჩანთით J Marc-ით ფოტოგრაფ ჰარლი ვეირის ობიექტივში იპოზიორა.