ვალერი სოკოლიკ: „ქართველ ხალხს, ისევე როგორც არავის, ესმის, რა მოაქვს რუსულ სამყაროს“
#GOGO!უკრაინაში დიდ საერთაშორისო კომპანიაში ხელმძღვანელად ვმუშაობდი, 8 ქვეყანასთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა მათ შორის: საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ბელარუსი გახლდათ, ამ უკანასკნელთან ურთიერთობას ახლა ვწყვეტთ. ქმართან და პატარა ქალიშვილთან ერთად (ახლა ის 2,6 წლისაა) სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობდით კიევში.