„მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა“
#მოდაBalenciaga-ს რიგით 51-ე Couture ჩვენება დემნა გვასალიამ გუშინ, მოდის სახლის განახლებულ ატელიეში, პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში მოაწყო. ლეგენდარული ქართველის ახალ დიზაინებზე, ვარსკვლავურ პოდიუმსა თუ კუტიურ სილუეტებზე საკმაოდ ბევრი დაიწერა, თუმცა ის, რაც ყველას გამოგვრჩა, დემნას წერილი იყო