ხვდებიან თუ არა ერთმანეთს სელენა გომესი და კრის ევანსი? უნდა ვიფიქროთ ახალი წყვილის სახელზე, თუ დიდად არ შევწუხდეთ? ბოლო რამდენიმე კვირაა სოციალურ მედიაში ეს შეკითხვები აქტიურად ისმება. და მაინც, რა ხდება ცნობილ მომღერალსა და Capitan America-ს ვარსკვლავს შორის?
მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი თვლის, რომ წყვილი ერთმანეთს ფარულად ხვდება, ჯერ-ჯერობით გომესისა და ევანსის რომანის ერთადერთი დასტური Hollywood-ის ერთ-ერთი სტუდიიდან გამოსვლისას გადაღებული ფოტოებია, თუმცა Elle-ის ჟურნალისტმა დაადგინა, რომ ფოტოები არა თუ სხვადასხვა დროს, არამედ რამდენიმე წლის დაშორებითაა გადაღებული.
რის გამო აგორდა ახალი ჭორი?
ჯერ კიდევ 2015 წელს სელენა გომესმა ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ Capitan America-ს ვარსკვლავი ძალიან მოსწონს. მონდომებულმა თაყვანისმცემლებმა მაშინვე გამოთქვეს ვარაუდი, რომ მომღერლისგან და მსახიობისგან არაჩვეულებრივი წყვილი დადგებოდა, თუმცა რომანის შესახებ მითქმა-მოთქმა სულ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ ატყდა, რაც კრისმა სელენა Instagram-ზე “დაა-follow-ა”.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს გომესი ინსტაგრამზე 69.7 მილიონი მიმდევრით ყველაზე მეტ გამომწერიანი ვარსკვლავი გახდა. დღეისათვის მისი გამომწერების რიცხვი 267 მილიონს აჭარბებს, ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ კრისის notification-ისთვის ლამაზმანს თვალიც კი არ მოუკრავს.
გარდა ამისა, ახალი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ეხმაურება. მეტიც, სელენამ რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მარტო ყოფნით ტკბება. მოგეხსენებათ, რომ მომღერლისა და მისი ყოფილის - ჯასტინ ბიბერის ხმაურიანი ურთიერთობა საბოლოოდ 2018 წელს დასრულდა. მას შემდეგ ლამაზმანის პირადი ცხოვრება ყვითელი მედიისთვის დახურულია.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…