ტეილორ სვიფტი Netflix-ს და სტრიმინგ პლატფორმის ახალ შოუს - Ginny and Georgia აკრიტიკებს. ზოგადად, მომღერალი ხმამაღალი საჯარო განცხადებებით გამოირჩევა და არც სკანდალებში გახვევის გამოცდილების ნაკლებობას უჩივის. ამჯერად საქმე ერთ-ერთ სექსისტურ ფრაზაშია, რომელიც შოუს პერსონაჟის პირით გაჟღერდა.

Ginny and Georgia-ს ერთ-ერთ ეპიზოდში პერსონაჟი შემდეგ ფრაზას ამბობს:
რა გენაღვლება?! შენ კაცებს იმაზე სწრაფად იცვლი, ვიდრე ტეილორ სვიფტი.

მომღერლის თაყვანისმცემლებმა უკმაყოფილება მალევე გამოთქვეს და სოციალურ მედიაში შოუ ნეგატიური კომენტარებით დაბომბეს. მალე სექსისტური ფრაზის ამბავმა თავად არტისტამდეც მიაღწია, რომელმაც Netflix-ს Twitter-ის საშუალებით მიმართა.
გამარჯობა Ginny and Georgia. 2010-მა წელმა დარეკა და თავის სექსისტური ხუმრობის დაბრუნებას ითხოვს! რას იტყვით, მშრომელი ქალების დამცირებას თუ შევეშვებით და ამ განავალს „სასაცილოს" სახელით აღარ შევფუთავთ?!
რაც შეეხება Netflix-ის სერიალს, Ginny and Geogia 2021 წლის შოუა, რომელიც თხუთმეტი წლის ჯინისა და მისი ექსცენტრიული დედის - ჯორჯიას შესახებ მოგვითხრობს.