Divergent-ის ვარსკვლავმა ფეხბურთელ მეორე ნახევარზე ნიშნობის ამბავი ოფიციალურად დაადასტურა, მსახიობი Jimmy Fallon-თან გადაცემაში ჩართვისას გამოტყდა, რომ წყვილი უკვე დიდი ხანია დანიშნულია. შეილინ ვუდლის და NFL-ის ათლეტის ურთიერთობის შესახებ ჭორები დიდი ხანია დადის, თუმცა შეყვარებულები ურთიერთობაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ. ვუდლიმ გადაცემაში ჩართვის დროს ჭორები დაადასტურა და მაყურებელს ბრილიანტის ბეჭედიც კი აჩვენა.
ვარსკვლავმა იმაზეც იხუმრა, რომ უკვე დიდი ხანია აარონ როჯერსზე დანიშნულია, მედია საშუალებებისთვის კი ნიშნობა მოულოდნელი სიახლეა. მსახიობი ასევე გამოტყდა, რომ პანდემიის გამო თავისი მეორე ნახევარი საფეხბურთო მოედანზე არც ერთხელ არ უნახავს.
პანდემიის დასრულებას ველოდები, რომ მისი თამაში ცხოვრებაშიც ვნახო.
30 წლის მსახიობი ქორწინების მიმართ თავის სკეპტიკურ დამოკიდებულებას ყოველთვის აფიქსირებდა. ინტერვიუების დროსაც არა ერთხელ უთქვამს, რომ ქორწინების ინსტიტუტი მისთვის გაუგებარია, თუმცა სიყვარული თავისას შვება. შეილინ ვუდლი ოფიციალურად პატარძალია.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…