57 წლის ნიკოლას ქეიჯი 26 წლის რიკო შიბატაზე დაქორწინდა. ინფორმაცია ოფიციალურმა წყარომ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, თუმცა ქორწილი ჯერ კიდევ 16 თებერვალს, ნევადის შტატში - ლას ვეგასში გაიმართა.

წყვილმა მნიშვნელოვანი თარიღი ქეიჯის მამის - აუგუსტ კოპოლას პატივსაცემად შეარჩია. 16 თებერვალი მისი დაბადების დღეა. ცერემონია ახლო მეგობრების წრეში, ლას ვეგასის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაიმართა. პატარძალმა იაპონელი დიზაინერის ხელით შექმნილი, შავი საპატარძლო კიმონო მოირგო, ქეიჯი კი ტომ ფორდის ფრაკში იყო გამოწყობილი.

პატარძალი საკურთხეველთან საყვარელი სიმღერის - Winter song ფონზე მივიდა. წყვილმა კათოლიკური ტრადიციის მიხედვით ფიცები წარმოთქვეს. ცერემონიის შემდეგ, სტუმრებისთვის მცირე მიღება გაიმართა, რომელსაც ასევე ქეიჯის ყოფილი ცოლი და ახლო მეგობარი - ალის კიმი და მათი საერთო ვაჟი - კალი ესწრებოდნენ.
წყვილმა ერთმანეთი დაახლოებით ერთი წლის წინ, იაპონიაში გაიცნო. ნიშნობის შესახებ ჭორები ნიკოლას ქეიჯმა თავის ძმასთან - მარკ კოპოლასთან რადიო ინტერვიუს დროს დაადასტურა.
ის ნიუ იორკიდან იაპონიაში დაბრუნდა, მეც ნევადაში წამოვედი. ერთად გატარებული დრო საოცარი იყო. ორივე ვგრძნობდით ამას. ჰოდა, ვუთხარი, შენი ცოლად მოყვანა მინადთქო და FaceTime-ით დავინიშნეთ.
ქეიჯმა ნიშნობის ბეჭდის შესახებ დეტალებიც გაგვიზიარა. აღმოჩნდა, რომ მისი რჩეულის საყვარელი ფერი შავი გახლავთ, ამიტომ ნიშნობის ბეჭედი სპეციალურად მისი გემოვნებით, შავი ოქროსა და შავი ბრილიანტისგან შეიქმნა, იაპონიაში კი Fedex-ის საშუალებით გაიგზავნა.

26 წლის რიკო შიბატაზე ქორწინება ქეიჯისთვის რიგით მეხუთეა. მსახიობი წარსულში მსახიობ პატრიცია არკეტზე, შემდეგ ლიზა მერი პრისლიზე, ელის კიმსა და ბოლოს ერიკა კიოკეზე იყო დაქორწინებული.