მეგან ფოქსი აღარ იმალება! მსახიობი პირად ურთიერთობაზე ალაპარაკდა ბოლო პერიოდში 35 წლის Hollywood-ელი ლამაზმანი პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება, თუმცა ამის მიზეზი არა მისი სამსახიობო კარიერა, არამედ 4 წლის უმცროს მუსიკოსთან რომანია. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საზოგადოებისთვის მეგან ფოქსისა და Machine Gun Kelly-ის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი.

ფოქსმა Instyle Magazine-თან გულახდილ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, მისი და რიჩარდ კოლსონ ბეიკერი უმცროსის ურთიერთობა კრიტიკის ქარცეცხლში ასაკობრივი სხვაობის გამო მოხვდა.

მე 35 წლის ვარ. ის 31-ისაა. ჩვენ შორის სულ რაღაც 4 წელია სხვაობა. ჯორჯ კლუნის რომ გაება რომანი 4 წლით უმცროს ქალთან, თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა რაიმეს თქმა.
მსახიობმა კარიერული ,,თვითმკვლელობის” შესახებაც ისაუბრა. მეგანი საზოგადოებისთვის ცნობილი Transformers-ის საშუალებით გახდა, თუმცა მსახიობი ფილმის მესამე ნაწილში აღარ მიიწვიეს. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ფოქსმა 2009 წელს მიცემულ ინტერვიუში ფილმის რეჟისორს ნაპოლეონი უწოდა.

35 წლის ლამაზმანმა Instyle Magazine-თან ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, რომ ის კიბერ ბულინგის მსხვერპლი ბოტოქსის გამო გახდა. ყვითელი მედია იუწყებოდა, რომ ფოქსმა გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის საშუალებით შეიცვალა. სინამდვილეში მეგანის სახეცვლილება ე.წ. ბოტოქსისა და ფილერების დამსახურებაა.

რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერს ჩემს გარეგნობას აბამდნენ და მხოლოდ ამ ჭრილში განმიხილავდნენ.
წლების მანძილზე საზოგადოების თვალთახედვის არიდან გამქრალი ფოქსის მიმართ ინტერესი 2020 წელს ისევ გაჩნდა. ზუსტად ამ პერიოდში გავრცელდა ცნობები მსახიობისა და მისი ექს მეუღლის დაშორების შესახებ.

მალევე გახდა ცნობილი, რომ ლამაზმანი მასზე 4 წლით უმცროს მუსიკოსს ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ მალავს. ისინი ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ხშირად ჩნდებიან. მეგანი საყვარელი მამაკაცის მუსიკალურ ვიდეოებშიც გვევლინება.

რაც შეეხება მეგანის კინო კარიერას, ის ეკრანს 2020 წლის ფილმით - Rogue დაუბრუნდა. ფოქსის მონაწილეობით უახლოესი 2 წლის მანძილზე კიდევ 4 სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის გამოსვლა იგეგმება. მოკლედ, მეგან ფოქსი ბრუნდება!