მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ კორტნი კარდაშიანის ახალი რომანის შესახებ შეიტყო, ცნობილი რეალითი შოუს ვარსკვლავი სოციალურ მედიაშიც გააქტიურდა და მიმდევრებს ყოველდღიურად თამამ ფოტოებს უზიარებს. საცურაო კოსტუმში გამოწყობილი 3 შვილის დედა თვალისმომჭრელად გამოიყურება.
ბოლო დღეების მანძილზე კორტნი მენეჯერი დედის - კრის ჯენერის ვილაზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს. რამდენიმე სურათში ის დებთან - კიმ კარდაშიანთან და ქენდალ ჯენერთან ერთადაა აღბეჭდილი.
სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში Keeping uo with the Kardashians-ის ფინალური სეზონის თრეილერი გავრცელდა, რომლითაც კარდაშიანები 14 წლიანი რეალითი შოუს მაყურებელს მთელი ეპოქის დასასრულს აუწყენებ. კორტნიმ ვიდეო Instagram-ზე დაახლოებით 1 კვირის წინ გაგვიზიარა.
გამომდინარე იქიდან, რომ შოუს ყოველთვის წინასწარ იღებდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფინალური სეზონი უკვე მონტაჟის პროცესშია, კარდაშიანებს კი დასვენების დრო თავზე საყრელად აქვთ. კორტნის ფოტოები ამის ნათელი დასტურია.