ჯასტინ ბიბერი ის პატარა ბიჭუნა აღარაა, რომელიც სიმღერებს Youtube არხზე დებდა და მისი თაყვანისმცემლების არმია მხოლოდ 13 წლამდე გოგონებისგან შედგებოდა. კანადელი ვარსკვლავი უკვე 27 წლისაა. მომღერალს დაბადების დღე სენტიმენტალური Instagram პოსტის საშუალებით მეორე ნახევარმა - ჰეილი ბიბერმა მიულოცა.
ჰეილიმ საკუთარ გვერდზე ქმართან ერთად გადაღებული ფოტოების კოლაჟი ატვირთა, მათ შორის მათ ქორწილში გადაღებული ფოტო, სადაც ჰეილის საპატარძლო ფატაზე გაკეთებული წარწერა - "Till death do us part" მოჩანს.
კიდევ ერთი წელი მზის ირგვლივ შენთან ერთად. შენი სიყვარულის და შენთან ერთად სიცილის კიდევ ერთი წელი. ბედნიერი 27-ე დაბადების დღე! ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ და მადლიერი ვარ, რომ შენს გვერდით ვარ!

შეგახსენებთ, რომ მოდელმა და მომღერალმა 2019 წლის სექტემბერში, სამხრეთ კაროლინას შტატში იქორწინეს. სტივენ ბოლდვინის ქალიშვილმა ქორწინების შემდეგ გვარი შეიცვალა და ჰეილი ბიბერი გახდა.

ქორწინებამდე წყვილი პირადი ურთიერთობის მაქსიმალურად გასაიდუმლოებას ცდილობდა, შეუღლების შემდეგ კი ისინი ერთმანეთის მიმართ გრძნობებს საჯაროდ გაცილებით ხშირად გამოხატავენ.