ჩვენგან განსხვავებით ემმა უოტსონის 2020 გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა. მსახიობი პირად ცხოვრებას წლების მანძილზე არ ასაჯაროებდა, თუმცა 2019 წლიდან მოყოლებული ტაბლოიდები Harry Potter-ის ვარსკვლავისა და ლეო რობინტონის რომანზე წერენ. პაპარაცებმა კალიფორნიელი ბიზნესმენი და უოტსონი ლოს-ანჟელესში დააფიქსირეს.
გავრცელებულ ფოტოებში ემმა გადასაადგილებლად დამხმარე მოწყობილობას იყენებს. მსახიობი სკუტერით სეირნობისას დაშავდა. სურათებში წყვილი ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია. საინტერესო ის გახლავთ, რომ ემმას მარცხენა ხელს უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს.
ემმა და ლეო ლონდონის ქუჩაში სეირნობისას
მსახიობის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ უოტსონი დაინიშნა. ემმას მედიასთან პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ამიტომ მისგან საჯარო განცხადებას ჯერ არ უნდა ველოდოთ, თუმცა 30 წლის მსახიობი თავს აშკარად ბედნიერად გრძნობს. ლეოს და ემმას ურთიერთობა ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს დაიწყო, თუმცა მამაკაცის იდენტიფიცირება 2020 წლამდე ვერც ერთმა მედია საშუალებამ ვერ მოახერხა. 30 წლის მსახიობმა კინო კარიერიდან პაუზა აიღო და მთლიანად სწავლა-განათლებასა და საქველმოქმედო საქმიანობაზეა გადართული.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…