სულ ცოტა ხნის წინ იყო დუა ლიპამ ახალი ალბომი რომ გამოუშვა და მსოფლიო ჩარტების სათავეებში მოწინავე პოზიციები დაიკავა. თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ მომღერალი ცოტა ხნით მაინც აიღებდა აშკარად დამსახურებულ შესვენებას, მაგრამ, ნურას უკაცრავად! მომღერალმა არც აცია, არც აცხელა და ალბომში Future Nostalgia შესულ ერთ-ერთ სიმღერაზე ახალი მუსიკალური ვიდეო რგოლი გამოუშვა.
მომღერალი არა ერთ ამპლუაში გვინახავს, მაგრამ cowgirl სტილს ვნებიანი ლამაზმანისგან არავინ ელოდა. ექსტრავაგანტული, ბრჭყვიალა IT გოგონა კლიპში ქაუბოის ქუდითა და დამახასიათებელი სტილის სამოსით მღერის. მეტიც, ლიპა ჯგუფთან ერთად ქანთრის სტილის ცეკვასაც ასრულებს.
ზოგადად, დუა ლიპა მოდის კრიტიკოსების განხილვის საგანი ხშირად ხდება. მისი სტილისა და გემოვნების მიმართ კი ყოველთვის ორაზროვანი შეფასებები ისმის. შესაძლოა მუსიკოსის ჩაცმულობა ერთ დღეს ქება-დიდების ღირსი გახდეს, რამდენიმე დღეში კი ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავების სიაში ხვდება. მაღალი მოდის საზოგადოება ზემოხსენებული ვიდეოს Look-ებს ალბათ არ შეაქებს, მაგრამ მომღერლის თაყვანისმცემლები ნამდვილად არ მოიწყენენ.
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…